დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი წულაია : „ეს მერიაა, თუ ჩეჩმა“ ?
2011/02/14 12:06:16

2011 წლის  ქუთაისის ბიუჯეტში     „ეროვნული საბჭოს“ წევრებმა დარღვევები აღმოაჩინეს. ამ საკითხთან დაკავშირებით 9 თებერვალს „ეროვნული საბჭოს“ პარტიის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი წულაიამ რამდენიმე კონკრეტული ფაქტი გამოყო.  უპირველესად,  უარყოფითად შეაფასა თავდაცვის ღონისძიებებისთვის გამოყოფილი 0  ლარი.

 

„მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ორი კვირის  წინ გვითხრა, რუსეთთან ომი არ დაგვიმთავრებიაო, ფანტანებისთვის რომ 100 ათასი გამოყვეს, ეს გვიშველის თავდასხმის შემთხვევაში? საინტერესოა, რომელ ფანტანზეა საუბარი? ცენტრალურ ბაღში, ვერ ვუყურებ, რომ ყოველდღიურად იყოს ჩართული. მხოლოდ „ზასტავაზე“ მუშაობს ფანტანი“, - განაცხადა მან.

რბილი ინვენტარის, უნიფორმისა და პირადი ჰიგიენის საგნების შესაძენად ბიუჯეტიდან წელს 67 ათასი ლარის „დადებას“ კი ასე აფასებს: „ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რბილი ინვენტარი რომ სჭირდებათ, გასაგებია, რადგან დაღლილი უკანალები ხომ უნდა დაასვენონ, მაგრამ პირადი ჰიგიენისთვის ამდენი თანხა რად უნდათ? ე.ი. მთელი მერიის თანამშრომლები სახლში არ ილევენ ტუალეტს და ყველა იქ ისაქმებს? რად უნდათ ამდენი ტუალეტის ქაღალდი? აგვიხსნან ერთი, მერიაა თუ დიდი „ჩეჩმა“? უნიფორმას რაში იყენებენ? კომუნიზმი დაბრუნდა და ფორმებით დაიწყებენ სიარულს?

შარშან 1 400 000 ლარი გადაიხადეს 44-ე სკოლის გასარემონტებლად, შემდეგ კი ეს შენობა გაყიდეს, მაგრამ საინტერესოა - რამდენად? თუ ყიდდნენ, ბიუჯეტიდან რატომ დახარჯეს ამდენი თანხა?

ჩვენ მოგვმართა მოქალაქემ, რომელსაც ჭერი ენგრევა თავზე 2002 წლიდან, სტიქიური უბედურებითაა დაზარალებული. უსინათლო ადამიანია, რომელსაც არც შვილი ჰყავს და არც მეუღლე, იმას არაფერს უკეთებენ, თურმე ფული არ არის,  მაშინ, როდესაც  პროგრამა „კორპუსისთვის“, რომელიც მხოლოდ საარჩევნო პროგრამაა და მეტი არაფერი, 1 900 000 დევს ბიუჯეტში“.

ეროვნული საბჭოს წევრებს წერილები გამზადებული აქვთ მერიაში შესატანად, რათა დეტალურად გამოითხოვონ ინფორმაცია ბიუჯეტის შესახებ, თუმცა არ აქვთ იმედი, რომ სწორად და დროულად მიიღებენ დოკუმენტებს“. 

ეროვნული საბჭოს ქუთაისის შტაბის უფროსმა ბრიფინგზე ასევე აღნიშნა: „ბიუჯეტია მთლიანად ხარვეზული, ინფლაციურ პროცესს უწყობს ხელს. მე არ ვეკუთვნი იმ პოლიტიკური ჯგუფების რიგს, რომელიც თვლის, რომ, ჩვენი მოწოდებით და რაღაც თხოვნებით ბიუჯეტს შეცვლიან. იმიტომ  ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას მოსახლეობისგან, რომ მათ  ეყოფათ გამბედაობა და ჩვენს დაძახილზე, თავადაც რომ ჩათვლიან საჭიროდ, მერიასთან მისვლით   გააპროტესტებენ უსამართლობას. მარტო ხელმოწერა მათზე არ მოქმედებს. ეს რა ხელისუფლებაა, ყველამ კარგად ვიცით. ვიწყებთ მოქალაქეებში იმ შეგნების შეტანას, რომ,  როდესაც ქვეყანაში თავხედური ხელისუფლებაა, ხოლო ოპოზიცია და პარტიები სუსტია და არ შეუძლიათ მათი დაცვა და ამ თავხედობის შეჩერება, თავად საზოგადოებაში უნდა მოინახოს ძალა, აქტიურნი უნდა იყვნენ, რომ მათ თვითონ დაიცვან თავიანთი თავი, იმიტომ, რომ ქვეყანა მიდის კატასტროფისკენ. მართალია, ჩვენს ხელისუფლებას რუსი კლასიკოსები არ უყვარს, მაგრამ მე მაინც შევახსენებ მათ ტოლსტოის სიტყვებს: „მე ქურდს გავუგებ და კიდევაც ვაპატიებ, მკვლელს გავუგებ და ვერ ვაპატიებ. ხოლო გულგრილ ადამიანებს ვერ გავუგებ და ვერც ვაპატიებ“. ახლა ნამდვილად არ არის გულგრილობის დრო, ახლა დროა, საზოგადოებამ შეძლოს გამოღვიძება და თავისი უფლებების დაცვა, რადგან ძალიან კრიზისული სიტუაციაა ქვეყანაში, ხელისუფლება თავხედობს“, -  განაცხადა ეროვნული საბჭოს ქუთაისის შტაბის უფროსმა გიორგი წულაიამ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1745
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია