დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელ მეწარმეებს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ
2010/12/20 15:14:40

ბაღის გამგეების დაჭერის ხმაურიანი ოპერაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში მეწარმეების ორგანიზებული 18 კაციანი ჯგუფი და ქუთაისის საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები გელა მშვენიერაძე და გიორგი გიორგაძე დააკავეს.

გიორგი ბილისეიშვილი, ჯემალ ტურაბელიძე, ზურაბ ტორაძე, იოსებ ნიკოლეიშვილი, ხვიჩა ფოფხაძე, ლარა სილაგავა, თენგიზ არბოლაშვილი, ლიანა სვანიძე, ავთანდილ შანიძე, ცუცა ელიაშვილი, ზაალ კუბლაშვილი, ნოდარ გუმბერიძე, მზია გოგლიჩიძე, ბადრი კოპალიანი, აბესალომ ტურაბელიძე, მარინა ქობალავა, მამუკა ვადაჭკორია, გოჩა ომანაძე. - ყველა ეს მეწარმე აღურიცხავი საქონლის რეალიზაციისა და ქრთამის მიცემისათვის არის ბრალდებული. საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები ყოველ თვიურად 200-დან 500 ლარამდე ქრთამს იღებდნენ. ერთ-ერთმა მეწარმემ კი ქუთაისური გულუხვობა გამოიჩინა და 50 ლარი საახალწლო საჩუქრად დაუმატა სამსახურის თანამშრომელს, რათა მეწარმეებს კონტრაბანდული საქონელი არ შეემოწმებინათ და მოსალოდნელი საგადასახადო რეიდის შესახებ წინასწარ გაეფრთხილებინათ.

აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა: „როგორც შემოსავლების სამსახური, ასევე ფინანსთა სამსახური ძალიან სერიოზულად მუშაობს. ერთის მხრივ რომ გამოავლინოს და მკაცრად დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართულია კორუფციულ გარიგებაში და მეორეს მხრივ, შეიქმნას ისეთი სისტემა, რომლითაც ფიზიკურად არის შეუძლებელი ქრთამის კეთება“.

კონტრაბანდული და აღურიცხავი საქონელი ორგანიზებული ჯგუფის წევრებს სხვადასხვა ადგილიდან შემოჰქონდათ და ქუთაისის მაღაზიებში ასაღებდნენ. საგადასახადო სამსახურთან გარიგებით, კი წინასწარ იღებდნენ ინფორმაციას შემოწმების შესახებ.

ამ კანონდარღვევით მეწარმეები 2 წელიწადი მოქმედებდნენ და ბიუჯეტს დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაუმალეს. დაკავებულებს ბრალი უკვე წაუ-ყენეს. სავარაუდოდ, მათ 15 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1759
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია