დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი რესპუბლიკელები ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ
2010/10/04 12:16:54

28 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნატო ქათამაძემ ადგილობრივი ხელისუფლება 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.

მისი თქმით: 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა, კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა კანონდარღვევის უამრავი ფაქტი აღმოაჩინეს, გამოავლინეს ის ადამიანები, ვინც ეგრეთწოდებული „კარუსელებით“ დადიოდნენ. 31 მაისს პარტიამ კონკრეტული ფაქტებით მიმართა 59-ე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც ?417/2010 განკარგულებით აცნობა, რომ „საარჩევნო მითითებული ფაქტები აღემატებოდა 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას.“

2010 წლის 10 ივნისს წერილი გაეგზავნა ქუთაისის პროკურორს, რომელმაც პასუხს თავი აარიდა. 2010 წლის 15 აგვისტოს ანალოგიური წერილით კვლავ ეცნობა პროკურორს. რესპუბლიკელთა აზრით, კურიოზი ის არის, რომ პარტიამ ქალაქის პროკურორისაგან, 2010 წლის 16 სექტემბერს 27 ივლისით დათარიღებული წერილი მიიღო, რითაც ეცნობა, რომ საქმე განსახილველად გადაეგზავნა ქალაქის შს სამმართველოს.

2010 წლის 21 სექტემბერს 3 სექტემბრით დათარიღებული წერილით შს სამმართველომ პარტიას „აცნობა“, რომ განცხადებაში მითითებული ფაქტი არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველს. მასზე რეაგირება მოახდინა 59-ე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ. პასუხიდან ირკვევა, რომ საქმის გამოძიება არცერთი უწყების (საოლქო პროკურატურა, შს სამმართველოს) ინტერესებში არ „მოხვდა“?!

ნატო ქათამაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და გენერალური პროკურორის, ზოდელავას მისამართით ასეთი განცხადება გააკეთა: „ეჭვი გვაქვს, რომ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამმართველო თავად იყო არჩევნების გაყალბების აქტიური მონაწილე, ამიტომ გთხოვთ, თუ დაინტერესდებით მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარებით, იმსჯელოთ იმ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ, ვინც პირდაპირ და არაპირდაპირ მონაწილეობდა. არჩევნების გაყალბების პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დუმილით კიდევ ერთხელ დაამტკიცებთ და გაამყარებთ იმ ეჭვს, რაც მოსახლეობაში დღემდე პასუხგაუცემელია.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1712
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია