დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეხმარება სახელმწიფო მრავალშვილიან ოჯახებს?
2010/04/06 12:52:50

ცხოვ­რება გაძ­ვირ­და და თა­ვის გა­ტა­ნაც ძნელია დღეს. მთავ­რობა თით­ქოს ახერხებს, მცი­რე­დით მა­ინც დაეხმა­როს მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახებს, თუმცა არა - ყვე­ლას. მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­­მი ასე­თია: უნ­და იყო მინიმუმ 4 არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მე­ურ­ვე! თუ 6 გყავს და აქე­დან სა­მი არას­რულ­წლო­ვა­ნია, არა­ვინ  და­გეხმა­რება და სხვა­დასხვა ასა­კის ბავ­შვებმა ერ­თმა­ნეთს პირ­ში უნ­და უყურონ. ამათ­გან განსხვა­ვებით, სამ­შვი­ლი­ან ოჯახებს, საერთოდ, მცი­რე­დი­თაც არ აქ­ცე­ვენ ყურად­ღებას...

 

გა­ვე­საუბროთ ქუთაისის მერიის ჯან­მრთე­ლობის დაც­ვის, სო­ცი­ა­ლურ სა­კითხთა და იძუ­ლებით გა­და­ად­გი­ლებულ პირ­თა სამ­სახურის უფ­როსს არ­ჩილ მუკბანი­ანს, რო­მე­ლიც დაწ­ვრი­ლებით გვეტყვის, თუ რამ­დე­ნია ბიუჯეტით გათ­ვა­ლის­წი­ნებული მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახთა და­სახმა­რებლად, რო­გორ, რამ­დე­ნად და რამ­დენჯერ ეხმა­რებიან იმათ, ვი­საც დღეს დი­დი წვლი­ლი შე­აქვს ქარ­თვე­ლი ერის გე­ნო­ფონ­დის გა­დარ­ჩე­ნა­ში:

„მათ­თვის 120 ათა­სი ლა­რი არის გად­მო­რიცხული. ყვე­ლა მრა­ვალ­შვი­ლი­ანს საკ­რებულო ვერ ეხმა­რება. იმათ ამო­არ­ჩე­ვენ, რომ­ლებსაც დახმა­რება უფ­რო მე­ტად ესა­ჭი­როებათ.

თვით­მმარ­თვე­ლობის პრე­რო­გა­ტი­ვაა, ვის გა­უ­წევს რა­ი­მე სახის დახმა­რებას. მათ ჩათ­ვა­ლეს, რომ, რო­ცა არ არის საკ­მა­რი­სი თანხა, ამ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დებიდან უნ­და დაეხმარ­ნონ მათ, ვი­საც ჰყავს ოთხი და მე­ტი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი. იმი­ტომ, რომ ჩვენ ვთვლით: თუ ოჯახში არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვებია, იმათ მე­ტი დახმა­რება სჭირ­დებათ სახელ­მწი­ფო­დან და მე­ტი პრობლე­მა აქვთ, ვიდ­რე - ისეთ ოჯახს, ვი­საც ჰყავს სრულ­წლო­ვა­ნი შვი­ლები, რად­გან მათ­თვის მუ­შაობის დაწყების შან­სი არ­სებობს... ხოლო რამ­დე­ნად გა­მოიყენებს ამ ას­პა­რეზს, ეს უკ­ვე მე­ო­რე სა­კითხია. რა თქმა უნ­და, მე იმას არ ვამბობ, რომ ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს მუ­შაობისა, ყვე­ლა იპოვ­ნის სამ­სახურს, მაგ­რამ ვი­საც მარ­თლა აქვს სურ­ვი­ლი, მე მა­ინც ვთვლი, რომ ის აუ­ცი­ლებლად და­საქ­მდება.

რაც შეეხება დახმა­რებებს - ყოველ­წლი­უ­რად - იღებენ 500 ლარს, საბუთების შე­მო­ტა­ნი­დან ზუს­ტად ერთ თვე­ში. გარ­და ამი­სა, გვაქვს სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძიებების პროგ­რა­მა: ყოველ­წლი­უ­რად - საახალ­წლოდ, სა­აღ­დგო­მოდ ვა­რი­გებთ სურ­სა­თის პა­კე­ტებს (შერ­ჩე­ვით, რა თქმა უნ­და) და ვინც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ჭირ­ვებულია, იმათ ვაძ­ლევთ. ეს, დაახლოებით, 50-60 ლა­რია. გარ­და ამი­სა, ტარ­დება სა­ზაფხულო დას­ვე­ნების აქ­ცია. შარ­შან 150 კა­ცი გვყავ­და წაყვა­ნი­ლი: ერ­თი საგ­ზუ­რის ღი­რებულება 150-ლა­რი­დან 300 ლა­რამ­დეა. პა­ტა­რა ბავ­შვიც რომ მიგვყავს, იგი­ვე ჯდება. გარ­და ამი­სა, მათ აქვთ სა­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტით უფა­სო მგზავ­რობის უფ­ლება. რაც ახლა ჩა­მოვ­თვა­ლე, მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახებს ბოლო 4-5 წე­ლია, რაც აქვთ. არის წვრილ­მა­ნი დახმა­რებებიც, მაგ­რამ ყოვე­ლი ღო­ნის­ძიების­თვის უნ­და შე­არ­ჩიო ხოლ­მე ჯგუ­ფი. წელ­საც ასე შე­ვარ­ჩი­ეთ და 3 მარ­ტის­თვის და­ვუ­რი­გეთ  პრო­დუქ­ტები.

არის კი­დევ სხვა პროგ­რა­მები, მა­გა­ლი­თად - სა­მე­დი­ცი­ნო დახმა­რების პროგ­რა­მა (ღმერ­თმა არ ქნას, რომ დას­ჭირ­დეთ). ასე­ვე ვეხმა­რებით მე­დი­კა­მენ­ტებითაც (100 ლა­რის ფარ­გლებში, ხოლო ზო­გი­ერ­თი და­სახელების მე­დი­კა­მენტს ვაძ­ლევთ უფა­სოდ).

ვი­საც შე­ე­ძი­ნება მე­ოთხე შვი­ლი, 400 ლარს გა­დავ­ცემთ, მე-5 შვილ­ზე - 500, მე-10-ზე - 1000 და ა.შ. „ბავ­შვთა დღე“ - ეს აქ­ცია გათ­ვლი­ლია, ძი­რი­თა­დად, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნებზე. ასე რომ, საკ­მა­ოდ გვქო­ნია პროგ­რა­მები და ვეხმა­რებით კი­დეც მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახებს. ჩვენ გვინ­და, რომ ხელი შე­ვუწყოთ მათ შვი­ლების აღ­ზრდა­ში.

სულ არის 12 პროგ­რა­მა გა­წე­რი­ლი, თუ და­ვი­ან­გა­რი­შებთ სხვა და­ნარ­ჩე­ნებსაც, მა­შინ წლი­უ­რად 500 ლარ­ზე მე­ტი გა­მო­ვა.

ასე მსჯელობს შე­საბამი­სი სამ­სახურის უფ­რო­სი. თა­ვად მრა­ვალ­სუ­ლი­ან ოჯახებში რა ხდება?

ჩვენ გა­ვე­საუბრეთ რამ­დე­ნი­მე მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახს და მათ­გან ერთ-ერ­თი იყო ქალბატო­ნი ირ­მა ჩუბინი­ძე, ოთხი შვი­ლის დე­და, რო­მელ­მაც გვი­ამბო:

„ვარ 35 წლის, მყავს სამი გო­გო და ერ­თი ბიჭი - 14, 13, 12 და 10 წლი­სა­ნი. მე გახლა­ვართ პე­და­გო­გი. გუ­მა­თის საჯარო სკო­ლა­ში ხელოვ­ნებას და ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ვას­წავ­ლი. მე­უღ­ლე უმუ­შე­ვა­რია. ყოველ წელს გავ­დი­ვარ აღ­რიცხვა­ზე.წელ­საც, მარ­ტში, შე­მო­ვი­ტა­ნე საბუთები და, სა­ვა­რა­­დოდ, აპ­რილ­ში ვე­ლო­დები 500 ლა­რი­ან დახმა­რებას. კარ­გი­ა, რომ ყურად­ღებას გვაქ­ცე­ვენ და გვეხმა­რებიან. თუმ­ცა უნ­და ვთქვა, რომ 500 ლა­რი­­ნი დახმა­რება არის წე­ლი­წად­ში ერთხელ და იმა­საც ერ­თი­­ნად გვაძ­ლე­ვენ, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია. ავი­ღებთ და მე­­რე დღეს უკ­ვე აღარ არის, მე­რე მთე­ლი წე­ლი ვე­ლო­დებით მომ­დევ­ნო დახმა­რებას და ა.შ. ად­რე სამ თვე­ში ერთხელ გვაძ­ლევ­დნენ 150 ლარს და კმაყოფი­ლი ვიყავი. გარ­და ამი­სა, ერ­თა­დერ­თი მოთხოვ­ნა თუ თხოვ­ნა, რაც მქონ­და და რო­მე­ლიც საკ­რებულო­ში მი­ტა­ნილ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ეწე­რა, ეს იყო - წიგ­ნები. უფ­როსს რომ ვუყიდე, მომ­დევ­ნოს აღარ გა­მო­ად­გა. მე­­რეს ვუყიდე, მე­სა­მეს არ წა­ად­გა. მე­ოთხეზე აღა­რა­ფერს ვამბობ.იქ­ნებ გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ეს და სახელ­მძღვა­ნე­ლოებით დაგ­ვეხმა­რონ?! გვაქვს შე­ღა­ვა­თები ტრან­სპორ­ტშიც (უფა­სოდ ვმგზავ­რობთ), ოღონდ - მარ­ტო ჩვენ, ბავ­შვები - არა. საახალ­წლოდ მი­ვი­ღე დახმა­რება პრო­დუქ­ტის სახით, თუმ­ცა 3 მარტს - დე­დის დღეს არა­ფე­რი მო­­ცი­ათ.

და რაც მინ­და გითხრათ: ნუ­თუ სამ­შვი­ლი­­ნი არ ით­ვლება მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახად?! რა­ნა­­რა­დაც არ უნ­და გი­ჭირ­დეს, ყურად­ღებას მა­ინც არ მო­გაქ­ცე­ვენ. ჩე­მი და არის მარ­ტოხელა, ბავ­შვები თა­ვის გვარ­ზე ჰყავს, არ მუ­შაობს. სად არ მი­ვი­და, რა არ გა­­კე­თა, მაგ­რამ არა­ვინ არაფ­რით დაეხმა­რა. მგო­ნი, ასე­თებსაც სჭირ­დებათ ხელ­შეწყობა ელე­მენ­ტა­რუ­ლი არ­სებობისათ­ვის.“

ისევ ბატონ არ­ჩილ­თან გა­და­ვი­დეთ კითხვით: თუ რამ­დენ ოჯახს ეხმა­რებიან და სამ­შვი­ლი­ა­ნი ოჯახები ით­ვლება თუ არა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნებად?!

„ქუ­თა­ის­ში და­ფიქ­სირ­და 200 ოჯახი, რომ­ლებსაც ჩვენ ვეხმა­რებით და და­ვეხმა­რებით. ამჟამად, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მებით, 160 უკ­ვე აღ­რიცხულია. აღ­რიცხვა ყოველ წელს ხდება, რად­გან შე­იძ­ლება ვი­ღა­ცა გა­მო­აკ­ლდეს, ან ვი­ღაც მო­­მა­ტოს.

უნ­და წარ­მო­ად­გი­ნონ და­მა­დას­ტუ­რებელი საბუთები იმი­სა, რომ ნამ­დვი­ლად არი­ან 4 არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მე­ურ­ვეები. თუ სა­მა­სი ოჯახი იქ­ნება, რომ­ლებსაც ეყოლებათ 4 არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, ჩვენ სა­მა­სი­ვეს და­ვა­ფი­ნან­სებთ.

სამ­შვი­ლი­­ნი ოჯახიც ით­ვლება მრა­ვალ­შვი­ლი­­ნად, მაგ­რამ ჩვენ არ გვაქვს იმ­დე­ნი თანხა, რომ ყვე­ლას და­ვეხმა­როთ. საკ­რებულომ მი­­ღო გა­დაწყვე­ტი­ლება, რომ დაეხმა­რებიან ოთხი არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მშობლებს. სხვა ქა­ლა­ქებშიც ასეა და სხვა რე­გი­­ნებშიც - სამ­შვი­ლი­­ნი დე­და არ არის დახმა­რებაში ჩას­მუ­ლი.“

ჯან­მრთე­ლობის დაც­ვის, სო­ცი­ა­ლურ სა­კითხთა და იძუ­ლებით გა­და­ად­გი­ლებულ პირ­თა სამ­სახურის უფ­როს­თან საუბრის დროს დავ­სვით ასე­თი კითხვაც: ყვე­ლა­ზე კარ­გი დახმა­რება ის ხომ არ იქ­ნებოდა, რომ ოჯახის წევ­რები - დე­და თუ მა­მა და­ე­საქ­მებინათ?! მან გვი­პა­სუხა:

„არის იმის პრე­ცენ­დენ­ტებიც, რომ დაგ­ვე­საქ­მებინა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯახის წევ­რები, დე­და, მა­მა... მაგ­რამ ეს ჩვენს პრე­რო­გა­ტი­ვა­ში არ შე­დის, რად­გან  ყვე­ლა­ფე­რი კერ­ძოა და შენ არ გაქვს უფ­ლება, მოსთხოვო, მა­ინ­ცდა­მა­ინც ეს აიყვა­ნე და და­ა­საქ­მეო. რა გა­მო­დის? - მე­რია ერე­ვა კერ­ძო პი­რის საქ­მე­ში, ეს კი კა­ნო­ნით არის შეზ­ღუ­დუ­ლი. ის კერ­ძო მე­წარ­მეა და, ვინც სჭირ­დება, იმას აიყვანს, მაგ­რამ კერ­ძო სა­წარ­მოს რო­ცა ესა­ჭი­როება მუ­შახელი, მა­შინ ვეხმა­რებით. ჩვენ მათ ვთა­ვა­ზობთ კან­დი­და­ტებს: თუ შე­იძ­ლება, თუ გჭირ­დებათ, ეს თხოვ­ნით არის... ძა­ლი­ან ბევრჯერ ასე­თი თხოვ­ნა დაკ­მაყოფი­ლებულა.“

და მა­ინც, სამ­შვი­ლი­ან ოჯახებს, ისეთ ოჯახებს, სა­დაც სხვებზე არა­ნაკ­ლებ უჭირთ, უნ­და ეხმა­რებოდ­ნენ. ვი­ნა­ი­დან დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში შობადობის მხრივ ისე­თი ცუ­დი მდგო­მა­რეობაა, რომ სა­მი შვი­ლის პატ­რო­ნი უკ­ვე მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნად ით­ვლება, სახელ­მწი­ფომ ისი­ნი არ უნ­და და­ტო­ვოს უყურად­ღებოდ. სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მე­სა­მე შვი­ლის პო­ტენ­ცი­უ­რი ნათ­ლი­ის მო­წო­დებამ გა­მო­აღ­ვი­ძა, გა­მო­აფხიზ­ლა ქარ­თვე­ლები, შობადობამ მო­ი­მა­ტა, მაგ­რამ ისევ დე­პო­პუ­ლა­ცი­ა­ში ვცხოვ­რობთ, რად­გან პატ­რი­არ­ქის მო­წო­დებას სახელ­მწი­ფოც აქ­ტი­უ­რად უნ­და და­უდ­გეს გვერ­დით: ძა­ლა ხომ ერ­თობაშია!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3922
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია