დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მერიაც „გაითიშება“...
2010/03/12 14:44:47

13 მარტს მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ქუთაისი 2“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ქუთაისის ცენტრს და იქ არსებულ ობიექტებს, მათ შორის - სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებს, საერთო ჯამში - დაახლოებით 7650 აბონენტს.

როგორც ირკვევა, აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედობის უზრუნველყოფის მიზნით მსგავს ღონისძიებებს ენერგოკომპანია პერიოდულად ჩაატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. სამუშაოები 14 საათზე დასრულდება და აბონენტების ენეგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1678
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია