დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქალი მაგიდასთან
2010/02/22 12:04:30

ქუთათურებს ქუჩაში ხელგაწვდილი ადამიანებით დიდად ვერ გააკვირვებ, ისინი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდებიან და დახმარებას  გვთხოვენ. აი, ეს ხანდაზმული ქალბატონი კი იმითაა გამორჩეული, რომ ქალაქის ცენტრში ცარიელ მაგიდასთან ზის და ხალხს ამ სიტყვებით მიმართავს:  „დამეხმარეთ, შვილებო! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ“. 

ეს ქალბატონი ქუთაისელი ეთერ მხეიძეა.

ეთერ ბებო 78 წლისაა, ქუჩაში მხოლოდ სიცივეს უჩივის, თუმცა „პროფესიად“ ქცეულ საქმეს თავს კარგად ართმევს. ის ეგრეთ წოდებულ „პასაჟებში“ დილით მოდის, თან პატარა მაგიდა მოაქვს, როგორც თავად ამბობს, ეს მაგიდა განსაკუთრებული ნივთია მის ცხოვრებაში. არ გეგონოთ, რომ რაიმეს ჰყიდიდეს, უბრალოდ, ასე მოსწონს.

ბებო სხვებისგან გამორჩეულია, მას ყველა იცნობს და ეხმარებიან კიდეც.

რატომ გამოვიდა ქუჩაში? ამაზე ასე პასუხობს: „ძალიან გამიჭირდა, თორემ მე აქ არ დავჯდებოდი. უმაღლესი მაქვს დამთავრებული, პროფესიით ეკონომისტი ვარ. იყო დრო, დამსახურებული ადამიანი ვიყავი, ახლა უღარიბეს ადამიანთა კატეგორიას ვეკუთვნი. ჩემს ოჯახს ადრე არაფერი აკლდა, შემდეგ დამიდგა მძიმე დღე: მეუღლე გარდამეცვალა, შვილი ავადმყოფი მყავს (სმენადაქვეითებული). უსახსრობის გამო ქუჩაში აღმოვჩნდი, ალბათ, ეს ჩემი ბედი ყოფილა (ტირის).

ერთი შვილიშვილი მყავს, რომელიც სკოლაში სწავლობს. მის გამო არ დავჯდე და არ ვიმათხოვრო? მითხარი, სხვაგვარად რანაირად ვარჩინო ოჯახი? მრცხვენია, მოხუცი დედაკაცი რომ ვთხოვ ხალხს მოწყალებას, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.

- როგორც სოციალურად დაუცველ ადამიანს, სახელმწიფო არ გეხმარებათ?

- მხოლოდ ასოცი ლარით, ეს ფული მარტო ავადმყოფის წამლებისთვის არ მყოფნის.

- ქალაქის მერიას თუ მიმართეთ მოთხოვნით, რომ დახმარება გაგიზარდონ?

- კი, როგორ არა, მაგრამ მაგენის იმედზე მტერი დარჩა. რამდენჯერმე შევიტანე   სოციალური  უზრუნველ-ყოფის   სამსახურში  განცხადება, იმათგან პასუხს დღესაც ველოდები.

- მთავრობისგან რას მოითხოვთ?

- ჩვენ, უღარიბესი ადამიანები, ვთხოვთ პრეზიდენტს, რომ გაიზიაროს მაწანწალების გაჭირვება და არსებობისთვის პურის ფული მოგვცეს.

 

ნოდარ ჯოჯუა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1681
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია