დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გაწბილებული ქუთაისელი პენსიონერები
2010/02/22 11:18:29

ყველასთვის ცნობილია, რომ თბილისში პენსიამ 10 ლარით მოიმატა. თუმცა ეს რეფორმა, რატომღაც, არ შეეხო ქუთაისს. ნათქვამია, გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწევაო, სწორედ ასე დაემართათ „რიგით მეორე ქალაქში“ მცხოვრებ ხანდაზმულებს.

პენსიონერმა დოდო სილაგაძემ თავისი გულისტკივილი  გაგვანდო: „ოჯახში ვართ ასაკის ორი პენსიონერი. ყველაფერი ძვირდება ამ ქვეყანაში, პენსია კი არ იმატებს. ჩვენ, ვინც მხოლოდ პენსიით ვსულდგმულობთ,როგორ უნდა ვიარსებოთ? საჭმელი გვინდა, გადასახადები უნდა გადავიხადოთ, წამლები გვესაჭიროება... ასე თუ გაგრძელდა, არ ყოფილა ჩვენი საშველი და ეგაა. მაგრამ აქ სულ სხვა პოლიტიკაა: ეს მომატებული პენსია, ალბათ, წინასაარჩევნო პიარკამპანიაა, სხვა მიზეზს მე ვერ ვხედავ. პენსიას რომ ვიღებ, სახლში აღარაფერი მიმყვება და ცარიელი ჯიბით სულმოუთქმელად ველი თანხის კვლავ აღებას, ეს მეორდება ყოველთვის. ახლაც თითზე ვითვლი დღეებს.

„ჩვენ ჩავატარეთ მინი-გამოკითხვა, სავარაუდოდ, თუ რატომ მოიმატა პენსიამ მხოლოდ თბილისში. პასუხი ყველას ერთნაირი ჰქონდა და ყველა ეთანხმებოდა დოდო ბებოს.

პენსიონერების  მიერ გამოთქმული მოსაზრებითა და კითხვებით ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსს თამაზ ვაშაყმაძეს მივმართეთ, მან გვიპასუხა: „მე, როგორც მოქალაქე, ვფიქრობ, რომ ეს არ არის წინა საარჩევნოდ მომატებული პენსია, არამედ - დიდი ხანია, ეს იგეგმებოდა და თბილისის მერიამ გადაწყვიტა, გამოეყო თანხები ამისათვის.“

მართალია, თვითმმართველობის პრეროგატივა პენსიების მომატება ნამდვილად არ არის, მაგრამ ამაზე ქუთაისის მერიის  ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქალაქო სამსახურის უფროსი არჩილ მუკბანიანიც გვესაუბრა. 

არჩილ მუკბანიანი: „მოუმატებენ თუ არა პენსიას, ვერ გეტყვით, ამაზე არის ვალდებულება სახელმწიფოსი და პრეზიდენტიდან დაპირებაა. სულ ახლახანს მოიმატა პენსიამ ტერიტორიული მთლიანობისთვის  დაღუპულებზე და მათი ოჯახის წევრებზე , ეს გახლავთ 129 ლარი. ხოლო თბილისში პენსიის მომატება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ანუ მერიის ინიციატივით მოხდა. თუ ქალაქის მერია ჩვენთანაც გააკეთებს ანალოგიურს, შეუძლიათ, ქალაქის მცხოვრებლებს არა მარტო 40, არამედ 50 ლარიც მოუმატოს, ეს არის პირადი ინიციატივა.“ ბატონმა არჩილმა განგვიმარტა, რომ პენსიის მომატებისთვის წინასწარ დაწერილი გეგმა არ არსებობს და რომ ეს არის დამოკიდებული საბიუჯეტო შემოსავლებზე, ისევე, როგორც ვალდებულებებზე, რასაც სახელმწიფო იღებს მოსახლეობის წინაშე.

ქუთაისის ბიუჯეტი, ძირითადად, ცენტრალური ბიუჯეტის იმედადაა, ამიტომ არც 2010 წლის ბიუჯეტის სოციალურ პროგრამებში  ჩანს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით ქუთაისელი პენსიონერებისთვის პენსიები მოიმატებს, თუნდაც - 5 ლარით. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1577
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია