დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თორმეტი ხელი ახალი მერისათვის
2009/12/28 12:52:42

ქუ­თა­­სის საკ­რებულოს ნა­ცი­­ნა­ლურ­მა უმ­რავ­ლე­სობამ კი­დევ ერთხელ ერ­თსუ­ლოვ­ნად ას­წია თორ­მე­ტი ხელი ახალი მე­რის და­სამ­ტკი­ცებლად. ახალი მე­რის მი­მართ თა­ვი­სი სიმ­პა­თიების გა­მო­სახატა­ვად დრო კახა ნუ­რა­ლი­ძე­მაც გა­მო­ნახა, რო­მე­ლიც საკ­რებულოს სხდო­მა­ზე ბოლოს რო­დის იყო, არა­ვის ახსოვს. ერ­თსუ­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა 23 დე­კემბერს ამჯერად გია თევ­დო­რა­ძეს გა­მო­უცხადეს.

იგი ერ­თა­დერ­თი კან­დი­და­ტი გახლდათ, ვი­ნც მე­რობის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა. საბუთების ბოლო ვა­და 22 დე­კემბრის 5 სა­ა­თი იყო. საკ­რებულოს ბიუ­რომ დაჩ­ქა­რებული წე­სით გა­ნიხილა მე­რობის ახალი კან­დი­და­ტი. გან­სახილ­ვე­ლი არც არა­ფე­რი იყო, გია თევ­დო­რა­ძის მე­რობა მხოლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რად იყო გა­სა­ფორ­მებელი. თუმ­ცა, საკ­რებულოს სხდო­მა­ზე საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რემ ამი­რან ხვა­და­გი­ან­მა ბიუ­როს სხდო­მის დე­ტა­ლები „გაახმო­ვა­ნა“: „ბატონ გი­ას­თან საკ­მა­ოდ რთუ­ლი შე­კითხვები გვქონ­და და სა­უ­კე­თე­სო პა­სუხები მი­ვი­ღეთ მის­გან“.

ბიუ­როს სხდო­მას რეს­პუბლი­კე­ლი ვლა­დი­მერ ნა­კა­ში­ძეც ეს­წრებოდა, სწო­რედ მან გან­გვი­მარ­ტა სხდო­მა­ზე დას­მუ­ლი „რთუ­ლი კითხვების“ ში­ნა­არ­სი:

„რა რთუ­ლი კითხვები? არა­ვი­თა­რი კითხვები არ ყოფი­ლა. მხოლოდ აქეს და ადი­დეს. ან შე­სა­კითხი რა იყო, ისე­დაც ყვე­ლა­ფე­რი „ზე­ვით“ გა­დაწყვი­ტეს, მა­თი ფუნ­ქცია მხოლოდ ხელის აწე­ვა იყო.“

„ზუს­ტა­დაც ვა­თანხმებ ჩემს პარ­ტი­ას­თან და ამას არც ვმა­ლავ!“- ეს საკ­რებულოს სხდო­მა­ზე ფრაქ­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლების“ თავმჯდო­მა­რის კახა ნემ­სიწ­ვე­რი­ძის თა­მა­მი განცხადება გახლდათ.

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ერ­თსუ­ლოვ­ნების იდი­ლია ლეიბორის­ტმა სამ­სონ გუ­გა­ვამ და­არ­ღვია. მან მე­რობის ახალი კან­დი­და­ტი­სა­გან შევ­სებული ქო­ნებრი­ვი დეკ­ლა­რა­ცია მო­ითხოვა. მაგ­რამ უალ­ტერ­ნა­ტი­ვო კან­დი­და­ტი­სად­მი ეს მოთხოვ­ნა საკ­რებულომ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. სამ­სონ გუ­გა­ვას კი გია თევ­დო­რა­ძე შეჰპირ­და, რომ შევ­სებულ დეკ­ლა­რა­ცი­ას პი­რა­დად მი­არ­თმევ­და.

ახალ­მა მერ­მა თა­ვი­სი პროგ­რა­მაც წარ­მო­ად­გი­ნა, რო­მელ­საც თვით­შე­ფა­სებაც გა­უ­კე­თა: „ჩემს პროგ­რა­მას ძა­ლი­ან დი­დი ამბიცია გაჰყვება ლა­იტ­მო­ტი­ვად, რაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია ცენ­ტრა­ლუ­რი ხელი­სუფ­ლების სურ­ვი­ლებთან.“

არა­და, ეს პროგ­რა­მა წყლის წვე­თი­ვით ჰგავს მის წი­ნა­მორბედ­თა პროგ­რა­მებს. მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ისევ და ისევ ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რაა, გა­რე­გა­ნა­თება, გზის სა­ფა­რი, ქუ­თა­ი­სი - სი­ნათ­ლის ქა­ლა­ქი, ლიფ­ტები, გა­დახურ­ვები, და­სუფ­თა­ვება, სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მები და ასე შემ­დეგ და ასე შემ­დეგ, კი­დევ, „ტორ­პე­დოს“ აღ­დგე­ნა-გა­ნახლება მი­აჩ­ნია პრეს­ტიჟის საქ­მედ.

საკ­რებულოს უმ­რავ­ლე­სობას კითხვები არც გია თევ­დო­რა­ძის მე­რად დამ­ტკი­ცების წინ და­უს­ვამს, ხოლო ვლა­დი­მერ ნა­კა­ში­ძი­სა და სამ­სონ გუ­გა­ვას შე­კითხვები თევ­დო­რა­ძემ რე­კო­მენ­და­ციებად მი­ი­ღო.

ერ­თი სიტყვით, კი­დევ ერ­თი მე­რი და­ვამ­ტკი­ცეთ - მი­ნი­მუმ ხუთი თვით მა­ინც.

ახალ მერს ახალი სა­კად­რო ცვლი­ლებაც მოჰყვა. მისი პირველი „მსხვერპლი“ ვიცე-მერი ზაზა ნუცუბიძე აღმოჩნდა, რომელმაც მემორიალის დემონტაჟის ბრძანებას მოაწერ ხელი... 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1443
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია