დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დაძველებული წლის ქრონოლოგია
2009/12/28 12:47:31

სულ რამ­დე­ნი­მე დღე და 2009 წე­ლიც მი­ი­ლე­ვა. კი­დევ ერ­თი წლის ფაქ­ტები აი­კინ­ძება ის­ტო­რი­ად. თუ გან­ვლილ დღეებს ემო­ცი­ის გა­რე­შე, ცი­ვი გო­ნებით შე­ა­ფა­სებ, დას­კვნის გა­კე­თებაც შე­იძ­ლება - უღიმ­ღა­მო წე­ლი იყო. თუმ­ცა, თი­თო­ე­უ­ლი ფაქ­ტი კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებთან არის და­კავ­ში­რებული. შე­საბამი­სად, ზო­გის­თვის ამ წელს შე­იძ­ლება „სას­წა­უ­ლები“ მოხდა, ზო­გის­თვი­საც - ცა ჩა­მო­იქ­ცა.

რო­გო­რი იყო ეს წე­ლი ქუ­თა­ი­სის­თვის?

ცი­­ლა, 62 წლის: „გან­სა­კუთ­რებული არა­ფე­რი ყოფი­ლა. ფი­ნან­სუ­რად არ გა­უმჯობესებულა ჩე­მი მდგო­მა­რეობა, ხელ­ფა­სი­დან ხელ­ფა­სამ­დე თა­ვი ძლივს გაგ­ვაქვს. მად­ლობა ღმერთს, ოჯახში ჯან­მრთე­ლობის პრო­ლე­მა არ შეგ­ვქმნია. რაც შეეხება ქა­ლაქს, ბოლომ­დე მიყვა­ნი­ლი საქ­მე, ჯერჯერობით, მე არ მი­ნახავს.“

ეს ერ­თი ჩვე­უ­ლებრი­ვი რი­გი­თი ქუ­თა­ი­სე­ლის შე­ფა­სებაა. 2009 წელს სხვა­დასხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტები ასე აფა­სებენ:

პა­­ტა კლდი­აშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის იმე­რე­თის წარ­მო­მად­გენ­ლობის დი­რექ­ტო­რი: „2009 წელს გა­სუ­ლი წლი­დან „სა­ჩუ­ქა­რი“ დახვდა - კრი­ზი­სი და აგ­ვის­ტოს მოვ­ლე­ნები. ეს ზე­გავ­ლე­ნა დღე­საც იგ­რძნობა, თუმ­ცა, მი­სი შემ­ცი­რების ტენ­დენ­ციები გა­მოჩ­ნდა. ეკო­ნო­მი­კა ნე­ლი ტემ­პით იწყებს გა­მოს­ვლას, ანუ ეს წე­ლი პოს­ტკრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დია. კრი­ზი­სი კი დო­ნორ­თა 4, 5 მი­ლი­არ­დი­ან­მა დახმა­რებამ გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა. ქუ­თა­ის­ში არც ინ­დუს­ტრი­უ­ლი ზო­ნის შე­დე­გი დაგ­ვი­ნახავს და არც მე­ო­რე დე­და­ქა­ლა­ქობის.“

ნო­დარ ჯიქი­ა, ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის ქუ­თა­ი­სის ფი­ლი­ა­ლის პროგ­რა­მების დი­რექ­ტო­რი: „რა გითხრათ? რით გა­გახაროთ?“ 2009 წელ­მა  სურ­ვი­ლები არ გაგ­ვი­მარ­თლა, სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ი­დან აშ­კა­რად ვე­ლო­დით თვით­მმარ­თვე­ლობის ფი­ნან­სუ­რი გაძ­ლი­ე­რების აქტს. პარ­ლა­მენ­ტის გად­მო­ტა­ნის იდე­აც ნაჩ­ქა­რე­ვი არის და ამას პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მის იდე­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ად ვთვლი. ისე, რო­გორც კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის გად­მო­ტა­ნას - მხარჯავი და­წე­სებულებების 90% თბილის­შია, არც და­პი­რებები შეს­რუ­ლებულა, რომ ინ­დუს­ტრი­ულ ზო­ნებში ათა­სობით ადა­მი­ა­ნი და­საქ­მდებოდა. არც გა­მოშ­ვებული ტექ­ნი­კა გვი­ნახავს სად­მე და კი­დევ წელს ყვე­ლას სურ­ვი­ლი იყო, პენ­სია გაზ­რდი­ლიყო, თუმ­ცა, მხოლოდ თბილი­სე­ლებს გა­ე­ზარ­დათ, ეს კი ად­გი­ლობრი­ვი ხელი­სუფ­ლების ფუნ­ქციებს სცდება და ცენ­ტრა­ლუ­რი ხელი­სუფ­ლების ფუნ­ქციებში იჭ­რება.“ 

ფაქ­ტები 2009 წლი­დან: 

2009 წლის და­საწყის­ში პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა ბაგ­რა­ტის ტაძ­რის აღ­დგე­ნა იყო, იგი ამ წელს რამ­დენჯერ­მე აღ­მოჩ­ნდა მე­დი­ის ყურად­ღების ობიექ­ტი. ხარა­ჩოებში ჩას­მულ ბაგ­რატ­ზე არ­ქე­ო­ლო­გებმა ძვირ­ფა­სი სა­მარხი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რა­მაც ბაგ­რა­ტის ტაძ­რის ქვეშ და­მარხული სა­ი­დუმ­ლოებების ნა­წი­ლი გა­აცხადა.

ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნებით ბაგ­რა­ტის ტაძ­რის აღ­დგე­ნის ირ­გვლივ და­იწყო მწვა­ვე დის­კუ­სია. გაჩ­ნდა ეჭ­ვი, რომ ბაგ­რა­ტის აღ­დგე­ნა არას­წო­რი ფორ­მით და მა­სა­ლით ხდებოდა.

ტრა­გი­კუ­ლი ფურ­ცლები:

რო­ცა გან­ვლილ დღეებს გა­დავხედეთ, აღ­მოჩ­ნდა, რომ მწუხარებით სავ­სე დღეები საკ­მა­ოდ ბევ­რი იყო. მას­წავ­ლებელ­თა სახლში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს პე­და­გო­გი შე­ე­წი­რა.

გან­სა­კუთ­რებით გა­მა­ოგ­ნებელი ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის, ზაფხულ­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნია „რი­ო­ნის“ ოთხი ჟურ­ნა­ლის­ტის ტრა­გი­კუ­ლი და­ღუპ­ვა გახლდათ.

არა­ნაკ­ლებ მტკივ­ნე­უ­ლი კი ცო­ტა ხნის წინ, „დი­დების მე­მო­რი­ა­ლის“ აფეთ­ქებისას დე­და-შვილ ჯინ­ჭა­რა­ძეების ტრა­გი­კუ­ლი და­ღუპ­ვა.

მთავ­რობის ინი­ცი­­ტი­ვები:

ჯერჯერობით, მხოლოდ და მხოლოდ ინი­ცი­ა­ტი­ვებია, რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლურ­მა ხელი­სუფ­ლებამ ქუ­თა­ი­სის­თვის არ და­ი­შუ­რა. ქუ­თა­ი­სის გა­მე­ო­რე­დე­და­ქა­ლა­ქება, პარ­ლა­მენ­ტის ნა­წი­ლობრი­ვი გად­მო­ტა­ნა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის გახსნა და კი­დევ - ძვე­ლი უბნის რეაბილი­ტა­ცი­ის მე­ო­რე ეტა­პის და­საწყისი. არა­და, რე­ა­ლუ­რად არც არა­ფე­რი დაწყებულა,  ან  თუ   და­იწყო,  მხოლოდ  და  მხოლოდ  ინი­ცი­ა­ტი­ვის დო­ნე­ზე.

წლის სა­კად­რო ცვლი­ლებები:

ეს კომ­პო­ნენ­ტი ყოველ წელს გა­ნახლებადია. ნუგ­ზარ შა­მუ­გი­ამ ქუ­თა­ი­სის მე­რებს შო­რის, მარ­თა­ლი­ა, რე­კორ­დი მოხსნა და თა­ნამ­დებობაზე ყვე­ლა­ზე დიდხანს - ორი წე­ლი და ორი თვე გასტანა, მაგ­რამ 2009 წლის მი­წუ­რულს, პრე­ზი­დენ­ტის „დახმა­რებით“, წას­ვლის შე­სახებ განცხადება და­წე­რა და წა­ვი­და.

სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაწყვე­ტი­ლებით, თა­ნამ­დებობა პრე­ზი­დენ­ტის რწმუ­ნებულ­მა იმე­რე­თის მხარე­ში - მიხეილ ჩო­გო­ვა­ძე­მაც და­ტო­ვა. ახალ წელს ახალი მე­რით კი შევხვდებით - საკ­რებულომ გია თევ­დო­რა­ძე უკ­ვე და­ამ­ტკი­ცა, მაგ­რამ უგუბერ­ნა­ტო­რობა, მგო­ნი, მოგ­ვი­წევს.

2009 წელს ქუ­თა­ის­ში კი­დევ ბევ­რი რამ მოხდა - პრე­მი­ე­რები და­იდ­გა თე­ატ­რებში, პირ­ვე­ლი ვარ­სკვლა­ვი გავხსე­ნით მესხიშ­ვი­ლის თე­ატ­რის წინ. მაგ­რამ გან­სა­კუთ­რებულად სა­სი­ა­მოვ­ნო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტის გახსე­ნება, რო­მე­ლიც ამ ქა­ლაქ­ში მოხდა, გვი­ჭირს. იმე­დი­ა, 2010 წლის მი­წუ­რულს ასე არ იქ­ნება.

 

ნინო ჯანელიძე

მა­კა ჩი­ნიჯიშ­ვი­ლი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1609
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია