დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ემიგრანტების გამოცდილება - სამშობლოს
2009/12/28 12:45:02

ჰოლან­დი­­ში მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერ­თი, სამ­წლი­­ნი პრო­ექ­ტი ლე­გა­ლუ­რად მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს სა­შუ­­ლებას აძ­ლევს, სამ­შობლო­ში დაბრუნ­დნენ და თა­ვი­ან­თი გა­მოც­დი­ლება სხვებს გა­­ზი­­რონ. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებში მა­რეხ ტო­გო­ნი­ძე მე­სა­მე ადა­მი­­ნი­ა, ვინც უკ­ვე ორ კვი­რა­ზე მე­ტი­ა, სა­ქარ­თვე­ლო­შია და მიკ­რო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია „კრის­ტა­ლის“ თა­ნამ­შრომ­ლებს თა­ვის გა­მოც­დი­ლებას უზი­­რებს.

მა­ნამ, პრო­ექ­ტის ფარ­გლებში, ჩა­მო­სუ­ლი იყო ორი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­გან ერ­თი მუ­ზე­უმ­თან თა­ნამ­შრომ­ლობდა, მე­ო­რე „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“.

„გა­მოც­დი­ლების გა­ზი­ა­რებაც სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი გა­მო­ვი­და, მუ­ზე­უმ­ში მივ­ლი­ნებულ­მა გო­ჩა ლა­ღი­ძემ, რო­მე­ლიც გა­მოც­დი­ლი რეს­ტავ­რა­ტო­რი­ა, ერეკ­ლეს ხმა­ლი აღად­გი­ნა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან იყო და­ზი­ა­ნებული და ხელის მი­კა­რებას ვე­რა­ვინ ბედავ­და. გო­ჩამ თვი­თონ ჩა­მო­ი­ტა­ნა მა­სა­ლები და იმ ბაზა­რის შე­სახებაც მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, კო­ლე­გებს, სა­დაც ამ მა­სა­ლების შე­ძე­ნა შე­იძ­ლება.

რაც შეეხება „კვი­რის პა­ლიტ­რას“, მათ­თან არტ-დი­ზა­ი­ნე­რი მა­მუ­კა ქობულა­ძე იმყოფებოდა, მუ­შაობის პრო­ცე­სი იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რომ „კვი­რის პა­ლიტ­რას“ კვლავ სურს მათ­თან კონ­სულ­ტა­ციები და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­მუ­კა გა­ზაფხულ­ზე ისევ ჩა­მო­ვა“, - გა­ნაცხადა მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ზო­გა­დოებას­თან ურ­თი­ერ­თობების სპე­ცი­ა­ლის­ტმა ხათუ­ნა ლო­საბერი­ძემ.

მა­რეხ ტო­გო­ნი­ძე ჰოლან­დი­ის ერთ-ერთ მსხვილ ბან­კში, კრე­დი­ტების მე­ნეჯერად მუ­შაობს. ამბობს, რომ აქ გა­მოც­დი­ლებას სხვებსაც უზი­ა­რებს და თვი­თო­ნაც უამ­რავ რა­მეს სწავ­ლობს.

„მე ვმუ­შაობ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, სა­დაც ყვე­ლა სის­ტე­მა აწყობილია. იქ რის­კის მო­მენ­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად შეზ­ღუ­დუ­ლი­ა, აქ კი ისეთ რის­კზე მი­დის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა, რა­ზეც  ჰოლან­დი­ა­ში არა­ვი­თარ შემთხვე­ვა­ში არა­ვინ წა­ვა.“

ქალბატო­ნი მა­რეხი ჰოლან­დი­ა­ში ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს ხელ­მძღვა­ნე­ლი­ცაა. ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა არ არ­სებობს, თუმ­ცა, ჰოლან­დი­ა­ში სულ 2000-მდე ლე­გა­ლუ­რად მცხოვ­რები ქარ­თვე­ლი­ა, არა­ლე­გა­ლებიც არი­ან, მათ მი­მართ კა­ნო­ნი მა­შინ არის ძა­ლი­ან მკაც­რი, თუ რა­მეს აშა­ვებენ.

პრო­ექტს ჰოლან­დი­ის მთავ­რობა აფი­ნან­სებს. ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტები აქამ­დე სლო­ვა­კეთ­ში, ავ­ღა­ნეთ­სა და სო­მალ­ში განხორ­ცი­ელ­და. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1639
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია