დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საუკუნის გამოწვევა
2009/11/23 14:04:24

სამყაროს ევო­ლუ­ცი­ის პრო­ცე­სი, თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს ძი­რი­თა­დი თა­ვი­სებურება, ახალი დრო­ის გა­მოწ­ვე­ვა - ეს გლობალი­ზა­ცი­ა­ა, ის, რაც გან­ვი­თა­რების შე­საძ­ლებლობებს უქ­მნის მსოფ­ლიო ქვეყნებს.

მიუხედა­ვად ჩვე­ნი ქვეყნის იზო­ლა­ცი­უ­რი ჩარ­ჩო­სი, რო­მელ­შიც ორი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლობაში ვიმყოფებოდით, XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ში ქარ­თვე­ლი ხალხი გა­მო­ვი­და იზო­ლა­ცი­ი­დან და გა­ნი­ცა­და ევ­რო­პე­ი­ზებული რუ­სუ­ლი, ნა­წი­ლობრივ ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რების გავ­ლე­ნა, შეძ­ლო გან­ვი­თა­რების გზა­ზე დად­გო­მა.

დღეს კი სა­ქარ­თვე­ლო და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ქსელ­ში აღ­მოჩ­ნდა; ქსელ­ში, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლურ თუ კულ­ტუ­რულ პრო­ცე­სებს მო­ი­ცავს.

რო­გორ პა­სუხობს სა­ქარ­თვე­ლო იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მელ­საც გლობალუ­რი პრო­ცე­სები უყენებს და რო­გორ იცავს იგი ამ პი­რობებში თა­ვის ეროვ­ნულს? აქ­ვე ლო­გი­კუ­რი იქ­ნება დავ­სვათ კითხვა, რამ­დე­ნად მზად არის იგი ამის­თვის?

გარ­და­უ­ვა­ლია გლობალი­ზა­ცი­ის ძლი­ე­რი ტენ­დენ­ციები, რო­მელ­საც, და­დებით­თან ერ­თად, თან ახლავს უარყოფი­თი შე­დე­გებიც. შუძ­ლებელია ქვეყანა გა­რე­სამყაროს­გან და­მო­უ­კი­დებლად ვი­თარ­დებოდეს. სა­ქარ­თვე­ლომ გან­ვი­თა­რების გზა აირ­ჩი­ა, რომ­ლიც გლობალუ­რი პრო­ცე­სების ორი­ვე მხარეს მო­ი­ცავს, თუმ­ცა, აქ არ­სებობოს, ერ­თი „მაგ­რამ“, რო­მე­ლიც ქარ­თულ ეროვ­ნულ იდე­ას საფრთხეს უქ­მნის. ეს იმით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ ეროვ­ნუ­ლი იდე­ო­ლო­გია არ არის ისე­თი მყარი, რომ გლობალუ­რი სის­ტე­მების შე­მო­ტე­ვებს გა­უძ­ლოს. აქ­ვე არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყდეს, რომ გლობალუ­რი პრო­ცე­სები მცი­რე რე­გი­ო­ნებზე, ქვეყნებსა და ერებზე გან­სა­კუთ­რებით უარყოფით გავ­ლე­ნას ახდენს. ამ მხრივ არც სა­ქარ­თვე­ლოა გა­მო­ნაკ­ლი­სი.

სა­ინ­ტე­რე­სოა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დოების და­მო­კი­დებულება გლობალი­ზა­ცი­ის სა­კითხში. მი­სი ერ­თი ნა­წი­ლი ამ მოვ­ლე­ნას ცალ­სახად უარყოფს, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს­თვის დამ­ღუპ­ვე­ლად მი­იჩ­ნევს, ეს მო­საზ­რება ჩარ­ჩოებით საზ­ღვრავს ქვეყანას. მე­ო­რე მო­საზ­რებით კი ქვეყანა გაშ­ლილ წრე­ში უნ­და მი­ის­წრაფ­ვო­დეს. სახელ­მწი­ფომ მაქ­სი­მა­ლუ­რი ევ­რო­პის გზა აირ­ჩია. სა­ქარ­თვე­ლო გლობალი­ზა­ცი­ის ხარისხით, 208 ქვეყანს შო­რის 90-ე ად­გილ­ზეა („კვი­რის რე­ზო­ნან­სი“, 8.14/02/09).

ის გა­რე­მოება, რომ სა­ქარ­თვე­ლო გე­ო­პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლობისა­ა, ადეკ­ვა­ტურ ად­გილს აკუთ­ვნებს მსოფ­ლიო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­ში. რა­მაც ასე­ვე გლობალი­ზა­ცი­ას­თან მჭიდ­რო კავ­ში­რი გა­ნა­პი­რობა. ჩვე­ნი ქვეყნის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდებარეობა, მდი­და­რი სა­სარ­გებლო წი­ა­ღი­სე­უ­ლი, სოფ­ლის მე­ურ­ნეობის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­დუქ­ცი­ა, კუ­რორ­ტების სიმ­რავ­ლე. ეკო­ნო­მი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვები - ეს ყვე­ლა­ფე­რი გლობალუ­რი პრო­ცე­სებისთ­ვის მიმ­ზიდ­ვე­ლი ას­პა­რე­ზია.

გა­მოყოფენ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ ას­პექ­ტებს: პო­ლი­ტი­კურს, ეკო­ნო­მი­კურს, სო­ცი­ა­ლურს, კულ­ტუ­რულს...

„პო­ლი­ტი­კურ გლობალი­ზა­ცი­ა­ზე ჩვენს ქვეყანა­ში შე­იძ­ლება ლა­პა­რა­კი, რო­დე­საც წლების მან­ძილ­ზე პერ­მა­ნენ­ტუ­ლად დგას სა­კითხი რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებზე და რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ას ამ­დე­ნი პრე­ტენ­ზიები აქვს ხელი­სუფ­ლების მი­მართ; ეკო­ნო­მი­კურ გლობალი­ზა­ცი­ა­ში ჩარ­თვა მხოლოდ ინ­ვეს­ტი­ციების ჭრილ­შია შე­საძ­ლებელი; სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში კი მძი­მე მდგო­მა­რეობაა გლობალი­ზა­ცი­ის მხრივ,“ - აცხადებს ექ­სპერ­ტი სო­სო ცინ­ცა­ძე.

ამ­რი­გად სა­ქარ­თვე­ლომ ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სების დაც­ვით უნ­და აკონ­ტრო­ლოს გლობალუ­რი პრო­ცე­სები და ეს შე­საძ­ლებლობები სა­კუ­თა­რი მიზ­ნების მი­საღ­წე­ვად უნ­და გა­მოიყენოს.

დღეს XXI სა­უ­კუ­ნე ახალ თა­მაშს გვთა­ვა­ზობს. ჩვენ ახლა შევ­დი­ვართ ამ თა­მაშ­ში. აქ­ვე არ დაგ­ვა­ვიწყდეს წი­ნა სა­უ­კუ­ნე, სა­დაც მხოლოდ ბურ­თის მიმ­წო­დებლები ვიყავით.

 

თე­ო­ნა თო­დუა 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1921
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია