ქუთაისის დედათა და ბავშვთა დიაგნოსტიკურ ცენტრში მედიკოსები და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. გაიმართა სამედიცინო კონფერენცია. კონფერენციის თემა გარემოსდაცვის ისეთ მნიშვნელოვან, გლობალურ პრობლემას ეხებოდა, როგორიცაა ოზონის შრის დაშლა. მედიკოსთა და გარემოსდამცველთა აზრით, აუცილებელია ხმარებიდან ისეთი მედიკამენტების ამოღება, რომელებიც მწვავედ და აქტიურად მოქმედებენ ოზონის შრეზე. როგორც კონფერენციაზე გაირკვა, მედიკოსები მზად არიან ასეთ პრეპარატებზე უარის სათქმელად.