დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვალსა და მაჯის საათებში დახარჯული ბიუჯეტი
2009/11/02 12:40:27

ქუთაისის 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის, თუმცა ყველაზე მთავარი სიახლე ქალაქში კორტების მშენებლობისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 770 000 ლარია. გადაწყდა, რომ კორტები თურმე გადაუდებელი აუცილებლობაა და მისი მშენებლობა რომ არ შეფერხდეს, ტენდერის ჩატარების ნაცვლად, ერთ პირთან მოლაპარაკება შედგება.

 

ბიუჯეტი დაფინანსებას 3 500 ლარით უზრდის მესხიშვილის თეატრს სახურავის შესაკეთებლად, 1 000 ლარს უმატებს ეპარქიას ორი ტაძრის მშენებლობისთვის, ეთნოგრაფიულ მუზეუმს კომპიუტერიზაციისთვის 3 000 ლარს გადასცემს.

ქალაქის ბიუჯეტმა უკვე სოლიდური ვალის გადახდაც დაიწყო. ქუთაისის წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდსა და მერიას შორის გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება.

„ვალთან დაკავშირებული ოპერაციებიდან კრედიტის დასაფარად ბიუჯეტიდან გადაირიცხა 791.2 ათასი ლარი, გეგმა შეადგენდა 791.2 ათას ლარს,“ - აღნიშნავს ქუთაისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი გია შარაბიძე.

ვალი მერიას კერძო კომპანიის მიმართაც დაუგროვდა. საომარი მდგომარეობის დროს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისათვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 39.400 ლარი, ხოლო თვითმმართველობის მიერ აღებული ვალდებულების დაფარვის მიზნით, დაგეგმილი 495 700 ლარიდან ბიუჯეტში გადახდილია 21 850 ლარი,“ - ამბობს გია შარაბიძე.

უცნაური დანიშნულება აღმოაჩნდა სარეზერვო ფონდის 200 000 ლარს: 9 თვის განმავლობაში 150 400 ლარია დახარჯული. განსაკუთრებული საჭიროების ნაცვლად, ფული მაჯის საათებსა და სასტუმროთი მომსახურებაზე დაიხარჯა. უფრო დეტალურად კი „მოქალაქეთა მატერიალური დახმარებისათვის დახარჯულია 121 100 ლარი, ტრანსპორტის მომსახურებისთვის შპს „იმერეტრასს“ ჩაერიცხა 0,8 ათასი ლარი და შპს      „ტრანსპორტი 2008“-ს  - 9,7 ათასი ლარი. სასაჩუქრე მაჯის საათების შესაძენად ი/მ გიორგი ბანძელაძეს 0,3 ლარი, სასტუმროთი მომსახურებისთვის ი/მ ავთანდილ რობაქიძეს - 1,5 ლარი, ხოლო შპს „საბას“ - 0,4 ათასი ლარი.

ქუთაისის ბიუჯეტმა ნებაყოფლობით დაივალა პოლიციის დაფინანსება 165 000 ლარით, ხოლო სახანძრო სამსახურს 669 000 გადაურიცხა.

მერიის თანამშრომელთა ხელფასებზე 2629,6 ლარი გაიხარჯა, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 157 000 ათასი ლარი ჯდება, წარმომადგენლობითი ხარჯები 23 000 ლარია, კვების ხარჯები - 44 000 ლარი, რბილი ინვენტარის, უნიფორმის და პირადი საგნების შესაძენად 65000 ლარი გადაიხადეს, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაცია 131000 ლარი ჯდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1710
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია