დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტარებმა „მური“ არ მოიწმინდეს!
2009/10/19 15:06:27

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა  და კულტურის კომიტეტმა, 15 ოქტომბერს პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირის ორგანიზებით ინიცირებული კანონპროექტი განიხილა, რომელიც ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას შეეხებოდა. Eეს კანონპროექტი ცხრა თვის წინ  პარლამენტში 60 000 მასწავლებლის ხელმოწერით შევიდა და მის განსახილველად პარლამენტს სხდომა რომ მოეწვია, პედაგოგებს გამაფრთხილებელი აქციის გამართვაც კი დასჭირდათ 5 ოქტომბერს.  

Kკანონმდებლებმა, როგორც იქნა, კანონპროექტი განიხილეს, მაგრამ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც წინასწარ საუბრებში ხათუნა ოჩიაურმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა გაახმოვანეს : განვიხილავთ თქვენს ინიციატივას, მაგრამ ჩავაგდებთო. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა პედაგოგებს პროექტი თითქოსდა დაუხვეწაობის საბაბით დაუწუნა და განათლების სამინისტროსთან ერთად მასზე სამი თვით მუშაობა დაავალა. დახვეწეთ, შეჯერდით და მერე განვიხილავთო... 

 კანონპროექტში ასახული იყო ინიციატორების ის მოთხოვნები, რომლებიც, ძირითადად, ეხებოდა ეთიკის კოდექსს, შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ პრობლემებს და სასერთიფიკაციო გამოცდებს.

 

„ვისგან შეიძლება ისწავლოს მთავრობამ? საკუთარი ხალხისგან - საკუთარი თანამშრომლებისგან, პედაგოგებისგან, საზოგადოებისაგან. ეს არის ჩემი მრწამსი და ეს არის იმ მთავრობის მრწამსი, რომელსაც მე წარმოვადგენ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წელს, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან შეხვედრის დროს. როგორც პროფკავშირის პრეზიდენტი, ქალბატონი მანანა ღურჭუმალიძე ამბობს, ინიცირებულ კანონპროექტში ასახული იყო სწორედ ის პოზიცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს მათთან შეხვედრის დროს ჰქონდა. „როდესაც განათლების სამინისტროს წარმომადგენელი და მისი პოზიცია სრულიად განსხვავებულია საქართველოს პრეზიდენტის პოზიციისაგან ამ საკითხთან დაკავშირებით, უბრალოდ,  ვერ ვხვდები, რაშია საქმე. თქვენი გადასაწყვეტია, ქვეყნის პრეზიდენტის პოლიტიკური გუნდი როგორ მიიღებს პრეზიდენტის პოზიციას. ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ დავიცვათ ჩვენი მასწავლებლების უფლებები; დავიცვათ ჩვენი მოსწავლეები აურზაურისა და ჩაშლილი საგაკვეთილო პროცესებისაგან,“ - განაცხადა ქალბატონმა მანანა ღურჭუმალიძემ კომიტეტის სხდომაზე. განათლების სამინისტროს პოზიცია კი ასეთი გახლდათ: ჩვენ ამ წარმოდგენილ ცვლილებებს ვიზიარებთ და ვეთანხმებით, ოღონდ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რომ ეს მოხდეს კანონის დონეზე. ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ ეს შემუშავდეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ფარგლებში, ფართო საზოგადოების და პროფესიული კავშირის მონაწილეობით. საბოლოოდ, კომიტეტმა, როგორც იტყვიან, არც მწვადი დაწვა და არც შამფური: კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, მაგრამ დაავალა განათლების სამინისტროს, იმუშაოს მის ინიციატორთან ერთად და სამი თვის შემდეგ შეჯერებული ხედვა და ვარიანტი წარუდგინონ საკანონმდებლო ორგანოს.

მაინც, რა პრობლემებზე იყო საუბარი? ყველაზე მთავარი და ძირითადი საკითხი დაკავშირებული იყო პედაგოგთა შრომითი ხელშეკრულებების სავალდებულო პირობებთან, რომელიც გათვალისწინებულია განათლების მინისტრის ?959 ბრძანებით და რომლის მიხედვითაც პედაგოგი უფრო დაცულია, ვიდრე, შრომის კოდექსით. როდესაც პედაგოგებმა თავიანთი შრომითი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართეს, ამ უკანასკნელმა გამოიყენა არა ბრძანება, არამედ სწორედ შრომის კოდექსი. „მე შემიძლია, დავასახელო უამრავი მაგალითი სასამართლო პრაქტიკიდან, როცა არც ერთი მოსამართლე არ იყენებს მინისტრის ამ ბრძანებას, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს ნორმატიული აქტების შესახებ კანონი, სადაც წერია: წინააღმდეგობის წარმოქმნის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება, რა თქმა უნდა, იერარქიაში უფრო ზემდგომ ნორმატიულ აქტს. უფრო ზემდგომი ნორმატიული აქტი ამ შემთხვევაში, მოგეხსენებათ, არის შრომის კოდექსი. მართალია, სახელმწიფომ ჩათვალა, რომ გაწერილი უნდა ყოფილიყო მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლების პროცედურა და ეს ნება უკვე გამოხატულია მინისტრის ბრძანებაში, მაგრამ თავად ეს ბრძანება არის უმოქმედო და მასზე მითითებას არ აკეთებს არც ერთი სასამართლო. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონში გადმოტანილი იქნეს ის პროცედურა, რაც გათვალისწინებულია მინისტრის ?959 ბრძანებაში,“ - განაცხადა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, მაია ლიპარტელიანმა, კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას.

განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა კი სწორედ ის გზა შესთავაზა კანონპროექტის ინიციატორებს, რომლის არაეფექტურობაზეც საუბრობდა პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი - პროექტით ინიცირებული საკითხები მოწესრიგდეს მინისტრის ბრძანების დონეზეო. „ეს პრობლემები კანონის დონეზე რომ მოწესრიგდეს, ამის აუცილებლობა ნაკლებად ჩანს. ყველაფერს არ შეიძლება ითვალისწინებდეს კანონი; რაღაც უნდა დარეგულირდეს კანონქვემდებარე აქტით... ამიტომ მიზანშეწონილი იქნება, ეს საკითხები მინისტრის აქტით მოწესრიგდეს. თუმცა, ვიზიარებთ იმასაც, რომ სკოლები ამ ბრძანებას არ ასრულებენ... მაგრამ ამის აღმოფხვრისთვის საკმარისი ბერკეტები აქვს სამინისტროს,“ - გაახმოვანა განათლების სამინისტროს პოზიცია მისმა წარმომადგენელმა, მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა მაია კოპალეიშვილმა.

„განათლების სამინისტრო გვეუბნება, უმრავლესობა წინადადებისა, რაც არის შემოსული, ასახულია ნორმატიულ აქტებშიო, მაგრამ პრობლემა არის სასამართლო პრაქტიკა. ამას ამბობენ სწორედ ინიციატორები: კი, ეს არის გათვალისწინებული მინისტრის ბრძანებაში, მაგრამ ის, როგორც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ვერ დგას კანონზე მაღლა და პრობლემა იქმნება სასამართლოში, რომელიც ითვალისწინებს კანონს და არა - ბრძანებას. ძალიან გამიკვირდა განათლების სამინისტროს პოზიცია - ჩვენ სასამართლოს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია კანონქვემდებარე აქტების შესახებო; სასამართლოებს ასეთი ინფორმაციის მიწოდება არ სჭირდებათ, ისინი ინფორმირებულები არიან. უბრალოდ, როცა დგება არჩევანი, ისინი აყენებენ წინ კანონს, როგორც უპირატესი იურიდიული ძალის დოკუმენტს... სკოლის დირექტორს შეიძლება მოვთხოვოთ, მაგრამ მოსამართლეს კი ჩვენ ვერაფერს მოვთხოვთ, თუ ეს არ იქნება გათვალისწინებული იმ დონის ნორმატიულ აქტში, რომელიც მათთვის იქნება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი“ - მიაჩნია განათლების საპარლამენტო კომიტეტის წევრს, ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძეს, რომელმაც მოუწოდა კომიტეტის წევრებს, ვიზირება მიეცათ კანონპროექტისათვის პლენარულ სხდომაზე გასატანად. თუმცა, კოლეგებმა მისი მოწოდება არ გაიზიარეს.

გარდა ამისა, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი შეეხებოდა ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებს, ითვალისწინებდა უვადო ხელშეკრულების გაფორმებას პედაგოგებთან;  ასევე, პროექტის ინიციატორები ითხოვდნენ, რომ სასერთიფიკაციო გამოცდების შედეგები ასახულიყო მასწავლებლის ხელფასზე, რათა პედაგოგს მეტი მოტივაცია ჰქონოდა სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისთვის.  ამ პოზიციის გასამყარებლად კი, ისევ და ისევ, პრეზიდენტის სიტყვები მოიშველიეს, რომელიც მან პროფკავშირთან გამართულ შეხვედრაზე თქვა და რომელიც იგივე იყო, რასაც პედაგოგთა ხელმოწერილი ინიციატივა ითვალისწინებდა: „სერტიფიცირება დამსჯელი ღონისძიება კი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს მასწავლებლის წახალისება, აიმაღლოს კვალიფიკაცია. თუ მიიღებს კვალიფიკაციას, მიიღებს მეტ ხელფასს და ექნება უკეთესი პირობები; ამისათვის უნდა გავაკეთოთ და არა იმისთვის, რომ 1000 მასწავლებლიდან დავტოვოთ 700 და დანარჩენი  გავუშვათ სახლში.“ თუმცა, ამ ეტაპზე კანონმდებლებზე პრეზიდენტის სიტყვებმაც არ გაჭრა.

„ჩვენ ვცადეთ, გვინდოდა, გაგვეგო, ამ ქვეყანაში შეიძლება თუ არა, პრობლემის მოგვარება საკანონმდებლო, ლეგალური ინიციატივების გზით და არა მხოლოდ ქუჩის აქციებით და მანიფესტაციებით. ჩვენ ხელისუფლებას მივაწოდეთ სარკე და ვუთხარით, რომ სახეზე მური მოეწმინდათ, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამით არ გავჩერდებით და ისევ გავაგრძელებთ პედაგოგთა უფლებების დაცვას. ასე რომ, აუცილებლად იქნება ჩვენი მხრიდან  სამოქალაქო ტიპის აქციებიც, შიმშილობაც, დემონსტრაციებიც და გაფიცვებიც,“ - ასეთი იყო პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის, მანანა ღურჭუმალიძის პოზიცია საკომიტეტო განხილვის შემდეგ.

 

- ბატონო ლადო, როცა დასავლეთ საქართველოში ორი ინდუსტრიული ზონა გვაქვს, არის ეს რაიმე კავშირში ეკონომიკური თავისუფლების აქტთან?

- ეს არაფერ კავშირშია თავისუფალ ეკონომიკურ ზონებთან. თავისუფალი ეკონომიკური ზონები - ეს სხვა თემებია და ამის შექმნა საქართველოში მხოლოდ შეცდომა არ არის, ეს დანაშაულია. პრაქტიკულად ქვეყანაში არის ინვესტიციური შიმშილი და როცა ასეთ ქვეყანაში აკეთებ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკურად განვითარდება მხოლოდ ზონის მომიჯნავე რაიონები - რა თქმა უნდა, დანარჩენი საქართველოს ხარჯზე, იმ მარტივი მიზეზით, რომ დანარჩენ საქართველოში ფულს არავინ ჩადებს. მაგრამ ჩადებს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, რადგან იქ არის საგადასახადო შეღავათები. ეს კიდევ ახალი ნოვაციაა ჩვენი ხელისუფლების.

- ხელისუფლება რომ აცხადებს, ინვესტიციების ჩადებისთვის ქვეყანაში კარგი გარემო გვაქვსო, მართლაც ასეთი კარგი გარემო გვაქვს?

- ფორმალურად, ჩვენი კანონმდებლობით, მართლაც ლიბერალური გარემოა. რეალურად კი მთავრობას საკმაოდ ბოლშევიკური ქმედებები აქვს. ამიტომ ეს საკმაოდ რთული თემაა. თუ შეხედავს მეწარმე ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობას, იტყვის, ქვეყანაში ლიბერალიზაცია არისო, მაგრამ, როგორც კი დაიწყებს საქმიანობას, შეექმნება პრობლემები. არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის ფაქტორიც, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და რუსეთის შეიარაღებული ნაწილები არც თუ ისე შორს დგანან საქართველოს დედაქალაქიდან. ეს კი უარყოფით გარემოს ქმნის საინვესტიციო კუთხით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1488
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია