დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყე გაიყიდა
2009/09/25 12:54:38

ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გრძელვადიანი ტყით სარგებლობისთვის (ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წელი) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი ჩატარდა. აუქციონზე 15 ლოტი გამოიტანეს – რაჭა-ლეჩხუმის, ზემო სვანეთის (5 ლოტი), კახეთის (3 ლოტი), მცხეთა-მთიანეთის (2 ლოტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (2 ლოტი), სამცხე-ჯავახეთის (1 ლოტი), შიდა ქართლისა (1ლოტი) და იმერეთის (1 ლოტი). აუქციონის შედეგად 6 ობიექტის ლიცენზია გაიყიდა. ყველაზე მაღალ ფასად შიდა ქართლში, ხაშურის სატყეო უბნის ძამას ყოფილი სატყეო გაიყიდა, რომელშიც ლიცენზიანტმა  357 931 ლარი გადაიხადა. დანარჩენ 9 ობიექტზე კი სამინისტროში განაცხადი არ შესულა. ჯამში  ჩატარებული აუქციონის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში  797 359 ლარი შევიდა. სალიცენზიო პირობებისა და სარგებლობისთვის განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად, ლიცენზიანტი ვალდებულია, უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვა. ლიცენზიის ვადის ამოწურვის ან დადგენილ ვადამდე ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით უბრუნდება ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1608
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია