ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის განკარგვაში გადასული ტროლეიბუსების სამმართველოს ქონების ნაწილი უკვე გაიყიდა 495700 ლარად. აღნიშნული საკითხის გამო ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა და საკრებულოს 31-ე სხდომაც გაიმართა. შემოსული თანხით ტროლეიბუსების სამმართველოს ვალი დაიფარება.