დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საკრებულოს „ნახევრადცარიელი“ ბიუჯეტი არ მოსწონს
2009/07/29 17:45:45

29 ივლისის ქუთაისის საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეკრებილმა საკრებულოს წევრებმა და სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტრაგიკულად დაღუპული ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტების ხსოვნას, შემდეგ კი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. საკრებულოს წევრებმა საბიუჯეტო ცვლილებების გარდა 2009 წლის პირველი ნახევრის ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის მიმდინარეობის შესახებ საფინანსო სამმართველოს უფროსის გია შარაბიძის მოხსენება მოისმინეს.  საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი შემოსავლების პარამეტრებით, განსაკუთრებით –პრივატიზებიდან მიღებული შემოსავლებით იყო უკმაყოფილო.  ქუთაისის „მთავარმა კანონმდებელმა“ მუშაობის გააქტიურება მოითხოვა, რათა დაპირებული პროგრამები განხორციელდეს და ხალხთან მისასვლელი პირი ჰქონდეთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1759
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია