დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის ენერგეტიკას მეცნიერულად „შეუტევენ“...
2009/07/16 10:22:38

ქუთაისის უნივერსიტეტის ენერგეტიკის დეპარტამენტმა ამერიკის განვითარების და ხელშეწყობის ფონდის დაფინანსებით პროექტი მოიგო. ერთი თვის წინ აღნიშნულ ფონდში უნივერსიტეტის ენერგეტიკის დეპარტამენტმა წარადგინა სამეცნიერო-საგრანტო პროექტი იმერეთის რეგიონში ენერგეტიკის განვითარების და პრობლემების შესახებ. პროექტი ფონდის მიერ 125 000 დოლარით დაფინანსდება.

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები თვლიან, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო განაცხადია უნივერსიტეტის სინამდვილეში, ვინაიდან იმერეთის და დასავლეთ საქართველოს ენერგეტიკის პრობლემების გადაჭრა-მოგვარებაში პირველად ჩაერთვება აკადემიური პერსონალი. პროექტის ფარგლებში სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან მომავალში დასაქმების პერსპექტივით.

„სამეცნიერო და პრაქტიკული კუთხით, მიგვაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება ენერგეტიკის მიმართულებისათვის,“ - ამბობს ომარ ზივზივაძე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტროტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება, მის მსვლელობაში უცხოელი სპეციალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1685
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია