დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთში ორ ობიექტზე ლიცენზია გაიცა
2009/07/14 09:10:08

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი ჩაატარა. აუქციონი გამოცხადებული იყო 17 ობიექტზე, აქედან 13 ობიექტის ლიცენზია გაიყიდა, 4 ობიექტზე სამინისტროში განაცხადი არ შესულა. ჯამში ჩატარებული აუქციონის შედეგად შემოსულმა თანხამ 233 810 ლარი შეადგინა.
აუქციონზე იმერეთის რეგიონში ორ ობიექტზე გაიცა ლიცენზია:
1. ზესტაფონი, სოფ. სვირის ტერიტორიაზე, მდ. ყვირილაზე "სვირის" ქვიშა-ხრეშის გამოვლინება. გასაყიდი ფასი 67 848 ლ. შეიძინა შპს "საპოვნელა+"-მა.
2. სამტრედია, სოფ. საჯავახოს ტერიტორიაზე, მდ. რიონზე "საჯავახოს" ქვიშის გამოვლინება. გასაყიდი ფასი 51 623 ლ. შეიძინა შპს "ულევი"-მ.

ლიცენზიის მფლობელებს წიაღისეულის მოპოვება-გაყიდვა შეეძლებათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1665
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია