დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სჭირდება თუ არა ქუთაისს 700 ურნა?
2013/08/14 16:46:59

დღეს  ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი ერთადერთი საკითხი  ქალაქისთვის 700 სანაგვე ურნის შეძენას ეხებოდა.  მიუხედავად იმისა, რომ  ბიუროს წევრებმა  საკითხი ჯერ კიდევ საკრებულოზე გატანამდე  გულდასმით შეისწავლეს,   აღმოჩნდა, რომ სანაგვე ურნების საჭირო რაოდენობამ დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა მაინც გამოიწვია. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი   გია გოქაძე მიიჩნევს, რომ დაკლებას მორჩენა ჯობია,  მაგრამ ამ შემთხვევაში,  ერთი ურნის ღირებულების გათვალისწინებით (700 ლარი),  ზედმეტი ურნა ზედმეტ ხარჯს ნიშნავს.  გოქაძის გამოთვლით, მერიას შეკვეთილი 700 ურნიდან, 100 მაინც მორჩება.

„თვითონაც არ იციან ზუსტი ციფრი. ბიუროზე თქვეს 550–დან 600–მდე ურნაა საჭიროო. საკრებულოზე კი გამოიტანეს 700. მართალია, მოკლებას მორჩენა ჯობია, მაგრამ ეს არ არის საკუთარი ჯიბის ფული. ეს არის გადასახადების გადამხდელებისგან  აკრეფილი თანხა.  თუ მორჩებათ 150 ურნა, ზედმეტი ხარჯი  გამოდის 105 ათასი ლარი. 100-ის  შემთხვევაში კი – 70 ათასი ლარი. არ მგონია, ზედმეტი ურნების დასაწყობება გონივრული იყოს. ამას ჯობია, შევუკვეთოთ ზუსტი რაოდენობა,“ –ამბობს საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია გოქაძე.  

„არაფერი არ მოგვრჩება  და თუ მოგვრჩება, ის დარჩება ქალაქში და გამოყენებული იქნება სხვა საჭირო ადგილებში. რეგიონალური განვითარების სამინისტრო გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გამოვიყენოთ ეს თანხა და შევიძენთ ურნების იმ რაოდენობას, რაც ზუსტად არის საჭირო“, –განაცხადა ვიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ.

700 სანაგვე ურნის შესაძენად ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა რეგიონალური განვითარების სამინისტროსგან 490 ათას  ლარს ითხოვს. ურნები გადანაწილდება როგორც მაღლივ კორპუსებში, ასევე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. მიმდინარე წელს საცხოვრებელ კორპუსებში   267 ბუნკერის გაუქმება იგეგმება.

შესაძენი სანაგვე ურნების რაოდენობის ხმაურიანი განხილვის შემდეგ, დეპუტატებმა საკითხი დადებითად გადაწყვიტეს და 700 ურნის შეძენას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1903
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია