დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გარემონტებული და საეჭვოდ მიტოვებული შენობები ქუთაისში
2013/08/14 16:41:46

გოგი წულაია „ნაცმოძრაობის“ კორუფციულ სქემაზე საუბრობს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლები წინა მთავრობის მიერ განხორციელებულ  კორუფცილულ სქემაზე საუბრობენ. პარტიის წევრების განცხადებით: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქალაქში მდებარე შენობებს ბიუჯეტის ფულით არემონტებდნენ, შემდეგ კი უფუნქციოდ დარჩენილ შენობებს ისაკუთრებდნენ. პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია პროკურატურისგან საქმის გამოძიებას და იმის გარკვევას მოითხოვს, თუ ვის ინტერსეში შედიოდა შენობების უფუნქციოდ დატოვება და რატომ ხდებოდა ქალაქის ბიუჯეტიდან იმ შენობების გარემონტება, რომლებიც არა ქუთაისის, არამედ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო.

გოგი წულაია, „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე: „რამდენიმე ხნის წინ მივმართეთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სასწრაფოს შენობასთან დაკავშირებით. ყველას კარგად გვახსოვს აღნიშნული შენობა რომ გაარემონტეს და შემდეგ ნიკა გილაურმა ზარ-ზეიმით გახსნა, თან მიგვამადლა, რომ სასწრაფოის ყველაზე კარგი შენობა ჩვენ გვქონდა და ქუთაისელებს „ცუდად ყოფნა“ გვისურვა. ასევე გავაპროტესტეთ 44-ე საჯარო სკოლის უფუნქციოდ დარჩენა. წლების წინ ეს შენობა, როგორც სკოლა, ისე გარემონტდა, ახლა კი მიტოვებულია და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ქალაქის ყოფილი მერის საკუთრებაშია, რომელიც ახლა პარლამენტიდან გვმოძღვრავს და ჭკუასაც გვარიგებს.  ასევე უფუნქციოდ არის დარჩენილი და ინგრევა ქალაქის ცენტრში მდებარე ე.წ. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და 50000 ლარზე მეტი, რაც ამ შენობისთვის დაიხარჯა, რიონსაა გატანებული. ამიტომ მოვითხოვთ, პროკურატურამ გამოიძიოს, რატომ იხარჯებოდა ამდენი ფული ბიუჯეტიდან და შემდგომ ეს საზეიმოდ გახსნილი შენობები, რატომ რჩებოდნენ უფუნქციოდ?“

წულაიამ ასევე მიმართა ქუთაისის ახალ მერს და მოუწოდა, მიუხედავად იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც მას დახვდა, დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს ან დაუბრუნდეს თავისი პირვანდელი ფუნქცია, ან შენობა საერთოდ დაინგრეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2092
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია