დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურის მაჟორიტარი მთავრობას მიმართავს
2013/08/12 22:52:57

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუატატი მანგანუმის მრეწველობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 ეკოლოგიური თვალსაზრისით ჭიათურა ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული ქალაქია. ეს განპირობებულია იმით, რომ მანგანუმის მოპოვებისა და რეწვის დროს დარღვეულია სამთომოპოვებითი და სამრეწველო წესები. მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებისა, ჭიათურაში კვლავ იგნორირებულია ის წესები, რომელიც ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას შეამსუბუქებდა. დღეს, 12 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატამა, ბატონმა მალხაზ წერეთელმა, სპეციალური განცხადებით მიმართა ჭიათურის მოსახლეობას, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

ძვირფასო ჭიათურელებო! ბოლო თვეებში, განსაკუთრებით კი ბოლო დღეებში გახშირდა მანგანუმის ნედლი მადნით დატვირთული  მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება ქალაქის ტერიტორიაზე, რაც აკრ’ალულია ჭიათურის გამგეობის 2005 წლის 6 აპრილის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 2 აგვისტოს დადგენილებებით.

ამ ბოლო დადგენილებაში, რომელიცრამოდენმედღის წინ არის მიღებული, ვკითხულობთ:

მუხლი 3

აიკრძალოსქალაქისჭიათურისტერიტორიაზემანგანუმისნედლიმადნითდატვირთულიმძიმეწონიანისატვირთომანქანებისგადაადგილებაცხოვრებაძისქუჩის №30-დან (ე.წ.  მემორიალისდასახლება) მღვიმევისქუჩის №1-მდე  (ყოფილიპრესისსახლი)

მუხლი 4

  1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანგანანუმის კონცენტრატითა და სხვა წიაღისეულით დატვირთული სატვირთო მანქანების მოძრაობა დასაშვებია მჭიდრო საფარით,  გარეცხილი საბურავებით და ყველა იმ ნორმის დაცვით (სიჩქარისშეზღუდვა, ტვირთის ზღვრულად დასაშვები მოცულობა), რაც არ გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას და ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას

2. სატვირთო მანქანების მოძრაობა იკრძალება ღამის 24 საათიდან დილის 7 საათამდე, ზაფხულის თვეებში დამატებით დღის 12 საათიდან 16 საათამდე

მუხლი 6

მანგანუმისა და სხვა წიაღისეულის გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების დასახლებული პუნქტების სიახლოვეს მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი დამტვერიანების ან დაბინძურების შემთხვევაში აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება და გადარეცხვა ეკისრება გადამზიდავ ფირმას, ასევე მას ეკისრება ტერიტორიის სისტემატური მორწყვა

ჩემოთანაქალაქელებო! თქვენცკარგადხედავთ, რომ დადგენილებაშიასახულიაკრ’ალვები და ვალდებულებები უხეშად ირღვევა „ჯორჯიან მანგანეზისა” და სხვა კერ’ო ფირმების მიერ. ფაქტობრივად, ისახება მანგანუმის მადნის არაკანონიერად მოპოვებისა და დატაცებისნიშნები. ფეხქვეშითელებაკანონი. ღაიონიდან გადინებული მილიონობით ლარის ღირებულების პროდუქციის სანაცვლოდ სახეზე გვაქვს მუნიციპალიტეტის მწირი ბიუჯეტი (მაშინ, როცა ის ერთ-ერთი მდიდარი უნდა იყოს ქვეყანაში), განადგურებული გარემო და ინფრასტრუქტუქტურა, დაბინ’ურებული სასმელიწყალი, მარგანეცის მტვერში გახვეული ქალაქის და სოფლის მოსახლეობა, თითოეული ჩვენთაგანის დაზიანებული ჯანმრთელობა.

მივმართავ საქართველოს მთავრობას, ძალოვანი სტრუქტურის წარმოადგენლებს (როგორც ცენტრალურს, ასევე ადგილობრივს), უფრო მეტი ინტერესი გამოიჩინონ ზემოთაღნიშნული ფაქტების მიმართ. Nუ დავუკარგავთ ფასს იმ უდიდეს სიკეთეებს, რაც ახალი ხელისუფლების დიდი ძალისხმევით კეთდება. მჯერა, რომ ხელისუფლების თითოეული შტო, თავისი წილი პასუხისმგებლობით დადგება კანონიერების სადარაჯოზე, რაც ჭიათურის რაიონის მოსახლეობას ერთხელ და სამუდამოდ გაუჩენს კანონის უზენაესობის განცდას, რომ რაიონის სიმდიდრემ ხოლოდ ერთეულთა გამდიდრებას კი არ უნდა ემსახურებოდეს, არამედ თითოეული ჩვენთაგანის ბედნიერი მომავლის მყარი გარანტი გახდეს. ჩვენი წინასაარჩევნო მთავარი სლოგანიც ხომ ეს იყო - „ჭიათურის სიმდიდრე პირველ რიგში მოხმარდება ჭიათურასა და ჭიათურელებს”.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია