დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში შემცირებულთა უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტები დაიცავენ
2013/08/09 13:01:22

ქუთაისის მერიაში დაწყებული რეორგანიზაციის შემდეგ სამსახურებიდან გათავისუფლებულმა  თანამშრომლებმა  სასამართლოს მიმართეს. მოსარჩელე მხარე სამსახურებიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმებას, თანამდებობებზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.  მასშტაბური გათავისუფლების  შემდეგ სამსახურის გარეშე დარჩენილთა უფლებებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტები დაიცავენ.

„ამ საკითხის სამართლებრივი შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობდა ზედაპირულად, საფუძვლიანი შესწავლის გარეშე. მათი გათავისუფლების მთავარ მოტივად სახელდება რეორგანიზაცია, ვიცე-მერების შემთხვევაში კი - სამსახურეობრივი მოვალოების უხეში დარღვევა, თუმცა „საჯარო სამსახურის შესახებ“  კანონში წერია, რომ  უხეში დარღვევაც კი უნდა იქნას საფუძვლიანად შესწავლილი, რათა დადგინდეს, დადგა თუ არა გამოუსწორებელი შედეგი ამ დარღვევის შედეგად.

ყველა ბრძანება მათი სამსახურებიდან გათავისუფლების შესახებ არის დაუსაბუთებელი, რაც გვაძლევს საფუძვლიან გარანტიას , რომ პროცესი მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ დასრულდება“, -ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი თეონა  ზაქარაშვილი.

„ეს იყო პირადად ერთი ადამიანის ინტერესი. თენგო თოფურიძეს არ მოვდიოდით თვალში და ამიტომ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე  გაგვიშვა სამსახურებიდან. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ სიმართლე არ გაირკვევა და არ დადგინდება, რომ ჩვენი გაშვება მოხდა უსამართლოდ“, -ამბობს ქუთაისის მერის ყოფილი თანაშემწე შოთა  კოჩაძე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერიიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტზე 13 სარჩელია შეტანილი. პროცესი მიმდინარე წლის 12 აგვისტოს დაიწყება და მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში 2013 წლის 17 მაისიდან დაწყებული სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში  მერიის 75 თანამშრომელი გათვისუფლდა. მათ შორის, 11 სამსახურის უფროსი და ორი ვიცე-მერი. თანამდებობებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზად  რეორგანიზაცია, ვიცე-მერების შემთხვევაში კი სამსახურეობრივი მოვალეობის უხეში დარღვევა დასახელდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1939
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია