დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მინისტრებს შორის ყველაზე ეფექტურად დავით ნარმანიას მუშაობა შეფასდა
2013/08/05 14:48:16

BPI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვით, თუ რომელი მინისტრი მუშაობდა ეფექტურად, გამოკითხულთა 29,9 პროცენტმა ხმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრს დავით ნარმანიას სასარგებლოდ დააფიქსირა . დავით ნარმანიამ სამინისტრო გასული წლის ოქტომბერში ჩაიბარა. გამოკითხვაში მეორე პოზიციაზე 14%-ით არის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.  ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტობასთან ერთად ვიცე-პრემიერობასაც ითავსებდა, თუმცა მოგვიანებით ის გიორგი მარგველაშვილით იქნა ჩანაცვლებული.

რაც შეეხება სხვა შედეგებს, რეიტინგში მესამეა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი – 13.7%–ით, შემდეგ მოდიან ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური – 11.1%, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – 10.2%, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო – 5.7%, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე – 4.6% და განათლების ყოფილი მინისტრი, პრეზიდენტობის კანდიდატი მმართველი გუნდიდან გიორგი მარგველაშვილი – 4.3%;

ხმების უმნიშვნელო რაოდენობა მიიღეს; შალვა ფიფია – სოფლის მეურნეობის მინისტრი - 1.1%; სოზარ სუბარი– სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი - 1.1%; მაია ფანჯიკიძე– საგარეო საქმეთა მინისტრი - 0.8%;გურამ ოდიშარია – კულტურის მინისტრი - 0.8%; გიორგი კვირიკაშვილი – ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი - 0.5%; ლევან ყიფიანი– სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - 0.5%; დავით დარახველიძე – ლტოლვილთა მინისტრი - 0.3%;

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1907
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია