დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აჭარაში ,,ძველი“ მეთოდებით გრძელდება სასურველი ჩვენების მოპოვება?!
2013/08/04 14:51:51

 აჭარაში, როგორც ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე, პაატა შავაძე, აცხადებს, კანონდარღვევით მოხდა მიხეილ გალოგრეს დაკავება და მასზე მიმდინარეობდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. პაატა შავაძე აცხადებს:

,, სამუშაო კაბინეტში ჩემთან მოვიდა სამი აღელვებული ადამიანი, მათ შორის მოქალაქე მიხეილ გალოგრე, რომელმაც განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 01 აგვისტოს ხელებზე ბორკილები დაადეს და დააკავეს საქართველოს შს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს მუშაკებმა. როგორც გალოგრემ ჩემთან საუბარში განაცხადა, ის ჯერ რაიონულ სამმართველოში მიიყვანეს, ხოლო შემდგომ აჭარის ა/რ მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. როგორც ის გადმოგვცემს, მის მიმართ აჭარის ა/რ მთავარ სამმართველოში მთელი ღამით ხორციელდებოდა ენით აუწერელი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა სასურველი ჩვენების მოპოვებისათვის, თუმცა ის მაინც ვერ გატეხეს და ცრუ ჩვენების მიცემაზე ვერ დაიყოლიეს. ჩემს შეკითხვაზე, დაკავებისას მას განემარტა თუ არა ე/წ მირანდას საპროცესო უფლებები და მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლება, მან კატეგორიულად გამორიცხა ასეთი რამ და აღნიშნა, რომ არათუ რაიმეს უფლება განუმარტეს მას, არამედ დაკავებისა და ჩხრეკის ოქმიც კი არ შედგენილა. ეს ინფორმაცია ჩემ მიერ გადამოწმდა ქობულეთის რაიონული სამმართველოს სამორიგეო ნაწილში, სადაც ასევე დამიდასტურეს, რომ მოქალაქე გალოგრეს დაკავების თაობაზე სამორიგეო ნაწილის მთავარ წიგნში რაიმე ჩანაწერი არ არსებობს. საქართველოს ანტიკორუფციულ პალატაში შემოსული ინფორმაციის კვალდაკვალ დაწყებულია წარმოება შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს მუშაკთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და პირის უკანონოდ დაკავებისა და ჩხრეკის ფაქტზე, რაზედაც მიმდინარეობს მოკვლევა.“

პაატა შავაძეს  ორშაბათს დაგეგმილი აქვს საგანგებო ბრიფინგი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1678
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია