დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პედაგოგთა საქმეებს იმერეთშიც შეისწავლიან
2013/08/01 15:52:32

დღეს,  "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ოფისში,  პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ მასწავლებელთა უფლებების შემსწავლელი კომისია სკოლებიდან გათავისუფლებულ პედაგოგებს შეხვდა. კომისია დღეიდან  ყველა იმ პედაგოგის საქმეს შეისწავლის, ვინც  კომისიას შესაბამისი განცხადებით მიმართა.

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რამდენიმე თვეა შექმნილია კომისია, როემლიც შეისწავლის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პედაგოგთა საქმეებს. დღეიდან უკვე გადავედით ახალ ეტაპზე, როემლიც უშუალოდ გულისხმობს იმ პედაგოგებთან და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შეხვედრას, ვინც პოლიტკური ნიშნით  გაათავისუფლეს თანამდებობებიდან.  ამ ეტაპზე  გავესაუბრებით 38 პედაგოგს. სულ 48  განცხადებაა შემოსული, მაგრამ  ჯერჯერობით მხოლოდ  ამათ გამოთქვეს სურვილი შეგვხვდნენ და გვაცნობონ დეტალები", –განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის მომსახურების დეპატრამენტის უფროსის მოადგილემ თამარ შვანგირაძემ.

"2012 წლის მარტში გამათავისუფლეს სამსახურიდან.  სამი თვის  დანიშნულმა დირექტორმა მითხრა,   კი ბატონო, აკმაყოფილებ ყველა სტანდარტს, მაგრამ ზემოდან არის დავალებაო. შემდეგ, რამდენიმე თვეში, როცა განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ დააბრუნეთ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგები თანამდებობებზეო, მიმიღო იგივე დირექტორმა როგორც ახალი თანამშრომელი. მინდა აღდგეს სამართლიანობა და ითქვას, რომ ეს იყო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება", –აცხადებს სამტრედიის #3 სკოლის პედაგოგი მარინა ნადირაძე

პოლიტკური ნიშნით გათავისუფლებულ პედაგოგთა უფლებების შემსწავლელი სპეციალური კომისია   სახალხო დამცველის აპარატითა და 6 არასამთავრობო ორგანიზაციითაა  დაკომპლექტებული.

კომისია პედაგოგთა საქმეების მონიტორინგის შედეგებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1862
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია