დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სისხლისმსმელები“ თუ „ერის მხსნელები“?
2013/07/31 15:58:37

ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალების“ ფრაქციის წევრმა გია უკლებამ ამრიკიდან ახლადდაბრუნებულ მერს, დიმიტრი კოპალიანს კითხვით მიმართა. უკლება დაინტერესდა, მიმართა თუ არა ქუთაისის მერმა მერიაში „ატკატების“ თემასთან დაკავშირებით პროკურატურას, ვინაიდან „აკტაკები“ კრიმინალთან ასოცირდება (ამ თემაზე დიმიტრი კოპალიანმა ცოტა ხნის წინ თავად განაცხადა ერთ-ერთ ბრიფინგზე და მერიის ზოგიერთი თანამშრომელი „ატკატებით“ დაინტერესებაში დაადანაშაულა).

„თუკი თქვენ იცით რაიმე ამის შესახებ, თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ პროკურატურას და საქმის გამოძიება მოითხოვოთ, რადგან თქვენ არა რიგითი ადამიანი, არამედ ქალაქის მერი ხართ და, თუკი თქვენ გაქვთ ფაქტები და არ ასაჯაროებთ, გამოდის, რომ კრიმინალს მალავთ.“ – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე გია უკლებამ.

კოპალიანმა უპასუხა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ის ვრცელ კომენტარს არ გააკეთებს, ვინაიდან მისი ეს განცხადება იყო ზოგადი და არა ინდივიდუალური, რომელიმე პიროვნების მისამართით. დიმიტრი კოპალიანი  აცხადებს, რომ ამერიკიდან ქუთაისის კეთილდღეობისათვის ჩამოვიდა და ყველას თხოვს, გვერდში დაუდგნენ.

კოპალიანმა ასევე უარყო მისი განცხადება „სისხლისმსმელ ნაციონალებთან“ დაკავშირებით. მან განმარტა, რომ არა „სისხლისმსმელები“, არამედ „ერისმხსნელები“ უწოდა „ნაციონალებს“,  რაზეც „ნაციონალი“ უკლებას მადლობა დაიმსახურა. „დიახ, „ნაციონალები“ ერის მხსნელები არიან,“ – აცხადებს გია უკლება.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1965
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია