დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კულტურის სამინისტრო: სტალინის ქანდაკების აღდგენის გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტმა მიიღო
2013/07/30 21:32:52

 

გორში, სტალინის ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით, დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც სრულად გთავაზობთ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ტერიტორიაზე, სტალინის ქანდაკების დადგმის ნებართვა გაცემულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, სინამდვილეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.

სტალინის ქანდაკების გორში განთავსებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ჯერ კიდევ 2010 წლის 16 ივნისის 
#29 განკარგულებით.

2013 წლის 28 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილის საპასუხოდ, საკრებულოს მიერ შერჩეული ქანდაკების განთავსების ორი სავარაუდო ადგილიდან სამინისტრომ მხოლოდ ტექნიკური სახის რეკომენდაცია გაუწია პროექტის იმ ვერსიას, რომელიც ქანდაკებას მოიაზრებს, როგორც ექსპონატსა და სამუზეუმო კომპლექსის შემადგენელ ნაწილს (ქოხი, სადაც დაიბადა სტალინი, საგამოფენო სივრცე და სტალინის ვაგონი).

აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ გადაწყვეტილება სტალინის ქანდაკების გორში დადგმასთან დაკავშირებით სცდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უფლებას და ის მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის პრეროგატივას წარმოადგენს.

სამინისტრო მუშაობს სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ახალ კონცეფციაზე, რომლის განხორციელება დამთვალიერებლისათვის კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1777
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია