დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამინისტროზე განაწყენებულმა 71 წლის ქუთაისელმა პარლამენტარების შეშინება სცადა
2013/07/28 11:36:14

ორი დღის წინ პარლანეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყველა მხარემ სხვადასხვა ვერსია მოუძებნა.  პარლამენტის თავმჯდომარემ მომხდარი საკანონმდებლო ორგანოში იპოთეკარებთან დაკავშირებულ კანონპროექტს დაუკავშირა. სოციალურ სივრცეში კი აქტუალურად განიხილებოდა ვერსია, რომლის მიხედვითაც, მთავრობამ ჩვეული ხერხი გამოიყენა და ბათუმში 16 წლის გოგონას მკვლელობის არასწორად გამოძიებული საქმე პარლამენტში ბომბის შესაძლო არსებობით გადაფარა. ზოგიერთს არც ის ანაღვლებდა, ინფორმაცია ცრუ განგაში თუ არ აღმოჩნდებოდა, პარლამენტი მართლაც რომ აფეთქდებოდა.

არადა, 71 წლის ქუთაისელის, რომელმაც პარლამენტში ბომბის არსებობაზე საკანონმდებლო ორგანოს დაცვის სამსახურს აცნობა,  მიზეზი სულ სხვა ჰქონდა. როგორც მან სამართალდამცავებთან განაცხადა: იმის გამო, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ თვალის ოპერაცია არ დაუფინანსა, გაბრაზებული მოხუცი შეეცადა, ჯავრი პარლამენტარებზე ეყარა.

„მარტო პარლამენტი კი არა, ჯანდაცვის სამინისტროც უნდა აფეთქდეს, რადგან თვალი მტკივა და მაგათ კი ოპერაცია არ გამიკეთეს,“- აცხადებდა 71 წლის ქუთაისელი, რომელიც ამჟამად წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. სავარაუდოდ, მას, ასაკიდან გამომდინარე, ბრალს არ წაუყენებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1863
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია