დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ ინფორმატორი დაკავებულია
2013/07/27 06:56:52

სამართალდამცავებმა ის პირი დააკავეს, ვინც 112-ზე ანონიმური ზარი განახორციელა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის  თანამშრომლებს პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შეატყობინა.  დაკავებულმა აღიარა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს პარლამენტის შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერების არარსებობის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. რამდენიმე წუთის წინ სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე  მომხდართან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გავრცელდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა  1942 წელს დაბადებული,  ქუთაისში მცხოვრები მამაკაცი ცრუ შეტყობინების ბრალდებით დააკავეს.   დაახლოებით ერთსაათიანი მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ განგაში ცრუ იყო. პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობა არ დადასტურდა. გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს“, –ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცახდებაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1947
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია