პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია არჩევნების დროს წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ დარღვევებზე საუბრობს.
პარტიის წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართვეს და ჟურნალისტებს იმ კანონდარღვევებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში გამოვლინდა.
პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოგი წულაიას განცხადებით: ერთ-ერთმა მოქალაქემ მათ მიაწოდა საკრებულოს დეპუტატის და ავანგარდის მუნიციპალიტეტის კომპიუტერული სიები, რაც ადასტურებს იმას, თუ როგორ ჰქონდათ მათ სიები მომზადებული ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების შესახებ. მისივე განცხადებით, წინა ხელისუფლება მხოლოდ იმ ადამიანებს ეხმარებოდა, რომელთაგანაც საარჩევნოდ ხმებს იღებდა.
„ჩვენს ხელთ არსებულ სიებში მითითებული იყო ის, თუ ავანგარდელი მოქალაქე, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ უჭერდა მხარს, სად მუშაობდა და რა მცირე ბიზნესი ჰქონდა. ეს სჭირდებოდათ იმისათვის, რომ ადამიანები დაეშინებინათ და დაეშანტაჟებინათ. ეს იყო დანაშაული პრეზიდენტიდან დაწყებული რიგითი კოორდინატორით დამთავრებული, მოვითხოვთ, შესწავლილი იყოს ეს ყველაფერი. რადგან ასეთი გზით ჩატარებული არჩევნებით მოსული პარლამენტი არ გამოხატავს ხალხის ნებას, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, „ქართული ოცნება“ იჩენს სისუსტეს, როდესაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ამდენს „აბლატავებს“, ამიტომ ვუერთდებით მოთხოვნას, რომ ჩატარდეს რიგგარშე საპარლამენტო არჩევნები,“-აღნიშნავს გოგი წულაია.
წულაიასვე განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებიც მსგავსი დარღვევებით ჩატარდა.