დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ახალგაზრდულ თეატრს კუთვნილი შენობის დაბრუნება სურს
2013/07/26 08:43:01

ზურაბ ფხაკაძე: „სპექტაკლის ხარისხს პროფესიონალიზმი განსაზღვრავს და არა რაოდენობა“

ქუთაისის ახალგაზრდული თეატრის დასი  ამ დრომდე შენობის გარეშეა და რეპეტიციებს თეატრის დირექტორის სახლში გადის. თეატრის დასი გრიშაშვილის 19 ნომერში მდებარე  საკუთარი შენობის დაბრუნებას და მის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანს  ითხოვს.

„ქუთაისის ახალგაზრდული თეატრის  არათეატრალური ცხოვრება“ - ამ საათურით  გამოაქვეყნა წერილი თეატრმა სოციალურ ქსელში, სადაც იმ პრობლემებზე წერს, რომლებიც თეატრს აქვს  შენობის არარსებობის გამო.  psnews.ge თეატრის საქმიანობასა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციისთვის თეატრის დამფუძნებელს ზურაბ ფხაკაძეს დაუკავშირდა.

„ჩვენი თეატრი 991 წელს, იმ დროს გავხსენით, როდესაც დამოუკიდებლობა ახალი მიღწეული იყო. პროფესიულმა მუშაობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ 1995 წელს გუბერნატორმა თემურ შაშიაშვილმა საკუთრებაში გადმოგვცა გრიშაშვილის 19 ნომერში მდებარე შენობა სპექტაკლებით მთელი საქართველო შემოვიარეთ, ომის პერიოდში, სხვა თეატრები გაჩერებული რომ იყო, ჩვენ ყოველკვირეული წარმოდგენა გვქონდა.  სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს, 2007 წელს შენობა გაგვიყიდეს ისე, რომ ჩვენ არაფერი  ვიცოდით.  შენობა ჩამოგვართვეს და დასს კი „შიდა პატიმრობა“ გვქონდა, გარეთ ვერ გამივდიოდით, ვერ ვდგამდით სპექტაკლებს. ჩვენი გაქრობა უნდოდა მაშინდელ მთავრობას.  ან მათი პარტიის წევრი უნდა ყოფილიყავი, ან მლიქვნელი. ხალხს მიგზავნიდნენ და დაშინებას ცდილობდნენ.  საკუთარი ძალით გავხსენი თეატრი, პირადი ცხოვრება შევწირე ამ თეატრს და ვერავის მლიქვნელი ვერ გავხდებოდი. ისიც კი გვითხრა წინა ხელისუფლებამ, რომ უკანონოდ ვიყავით შესულები შენობაში. თუკი უკანონობას ჩავდიოდით წლების განმავლობაში, მაშინ რატომ არ დაგვიჭირეს და პასუხი არ მოგვთხოვეს?“-აღნიშნავს ზურაბ ფხაკაძე.

თეატრის დამფუძნებელს ახალი მთავრობის იმედი აქვს. მიაჩნია,რომ დიმიტრი კოპალინმა კარგად იცის საგარეო ურთიერთობები და იმ მიღწევების ფასი, რასაც თეატრმა მიაღწია საზღვარგარეთ. ამიტომ იმედოვნებს, რომ  მომავალში მაინც მნიშვნელოვანი საკითხები სუფრებზე და ჭიქის მიჭახუნებაზე აღარ გადაწყდება.  „ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი და არაა აუცილებელი, ქუთაისი თბილისელებმა მართონ,“-განაცხადა ზურაბ ფხაკაძემ, რომელიც სხვა თეატრების პრივილეგირებულ მდგომარეობაზეც საუბრობს.

„ჩვენ ჩვენი შენობა წაგვართვეს, სხვა თეატრებს კი  ჩაახუტეს შენობები.  რომელთაც შენობის და დაფინანსების მიუხედავად, სპექტაკლები იშვიათად აქვთ. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ჩვენი სახელის გამოყენებაც კი სცადა. ის ფაქტი, რომ დიდი დასი არ გვყავს, არაფერს ნიშნავს, ხარისხს პროფესიონალიზმი განსაზღვრავს და არა რაოდენობა. სხვებს 25 კაცი გამოჰყავთ სცენაზე და მაინც ვერაფერს აჩვენებენ,“-განაცხადა psnews.ge-სთან საუბრისას ახალგაზრდული თეატრის დამფუძნებელი ზურაბ ფხაკაძემ.

არსებობის მანძილზე თეატრის ექვსკაციანმა დასმა სხვადასხვა სპექტაკლით მსოფლიოს მრავალი ქალაქი მოიარა და არაერთი კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თეატრისათვის ჩამორთმეული  შენობა „ლიბერთი ნაბკს“ გადაეცა, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, ბანკმა შენობა არ გამოიყენა და   ამჟამად ქალაქის ბალანსზე დაბრუნდა. ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე შენობა დაზიანებულია და სანაგვედაა ქცეული.

მართლაც არის თუ არა შენობა ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე და რა იგეგმება ახალგაზრდულ თეატრთან დაკავშირებით?

 მერიის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის ბესიკ ცქიფურიშვილის თქმით, მისთვის მხოლოდ ისაა, ცნობილი, რომ შენობა ნამდვილად მერიის საკუთრებაშია, თუმცა რა ბედი ელის და დაუბრუნდება თუ არა შენობა ქუთაისის ახალგაზრდულ თეატრს, ინფორმაციას არ ფლობს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2139
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია