დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნებართვები და აკრძალვები ქუთაისში საარჩევნო სუბიექტთა წინასაარჩევნო აგიტაციაზე
2013/07/25 16:08:04

არჩევნების შემდგომ პლაკატების ჩამოხსნაზე კონტროლის პასუხისმგებლობა ქუთაისის ვიცე-მერს თენგიზ თოფურიძეს ეკისრება

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს  ქუთაისში  სააგიტაციო  ბეჭდვითი მასალების (პლაკატების) გაკვრა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში შეეძლებათ. ქუთაისის საკრებულომ უკვე განსაზღვრა ის ტერიტორიები, სადაც საარჩევნო პლაკატების გაკვრაზე როგორც ნებართვები, ასევე აკრძალვები გავრცელდება. კერძოდ, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს სააგიტაციო მასალების გაკვრა შეეძლებათ  წერეთლის ქუჩიდან სადგურის მოედნამდე არსებულ საყრდენ კედლებზე და ქალაქის 12 ქუჩაზე საგანგებოდ ამ მიზნით გამოყოფილ  სტენდებზე.

წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების გაკვრა აკრძალულია ქალაქის ე.წ. პირველ ზონაში არსებულ ნებისმიერი შენობა-ნაგებობის ფასადზე. ასევე, აკრძალვები ვრცელდება სახელმწიფო, სასამართლო, სამხედრო, პოლიციის, კულტურული, საგანმანათლებლო და  სპორტული დაწესებულების შენობების როგორც გარე ფასადებზე, ასევე ინტერიერში. პლაკატების გაკვრა იკრძალება ქალაქში არსებული  გარეგანათების ბოძებზე.

არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს| წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, ქალაქისთვის არჩევნებამდელი იერსახის დაბრუნებაზე ზრუნვაც მოუწევთ.  არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში საარჩევნო სუბიექტები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ სააგიტაციო მასალების ჩამოხსნა მათი განთავსების ადგილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე გატარდება კანონით გათვალისწინებული სადამსჯელო ღონისძიებები.

ქუთაისში საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსებასა და არჩევნების შემდგომ მათ ჩამოხსნაზე კონტროლის პასუხისმგებლობა ეკისრება ქუთაისის ვიცე-მერს თენგიზ თოფურიძეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1795
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია