დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის შემდეგ რეორგანიზაცია-ატესტაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტშიც დაიწყება
2013/07/23 14:37:44

ქუთაისის შემდეგ კადრების რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის პროცესი წყალტუბოს მუნიციპალიტეტშიც იგეგმება. წყალტუბოს გამგებლის კონსტანტინე მამისეიშვილის განცხადებით, რეორგანიზაცია პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ შესული კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ დაიწყება.

„უახლოეს დღეებში ველოდებით პარლამენტის მიერ კანონპროექტების დამტკიცებას, რომლის მიხედვითაც 500 სულ მოსახლეზე ერთი საშტატო ერთული უნდა დარჩეს. ამ დროისათვის გამგეობაში 214 თანამშრომელი მუშაობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წყალტუბოში 53 000 ამომრჩეველია, თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 171-მდე შემცირდება. დგინდება ლიმიტი შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობაზე და ის არ უნდა იყოს საშტატო რაოდენობის 10%-ზე მეტი. თუმცა ჯერ მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან პარლამენტის გადაწყვეტილებას ველოდებით,“–ღნიშნავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი.

რეორგანიზაციის შემდგომი ეტაპი ტესტირებას მოიცავს, რომელში მონაწილეობის მიღება, თანამშრომლებთან ერთად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. ტესტირების შემდეგ კი მოხდება გასაუბრება. გამგებლის განცხადებით: გამორიცხულია თანამშრომელთა გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდეს.

„ეს იქნება ობიექტური პროცესი და კადრები პროფესიონალიზმით შეირჩევიან. ობიექტურობისა და გამჭვირვალობისათვის მიმდინარე მოვლენებს ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები გააკონტროლებენ,“ – განაცხადა კონსტანტინე მამისეიშვილმა psnews.ge-სთან საუბრისას.

აღასანიშნავია, რომ საატესტაციო კონკურსში მონაწილეობას, გარდა  თავად გამგებლისა, ყველა თანამშრომელი მიიღებს. ვინაიდან მამისეიშვილი გამგებლის პოსტზე სწორედ კონკურსის გზით შეირჩა, რომელიც  თანამდებობაზე მიმდინარე წლის 16 ივლისს საკრებულომ დაამტკიცა. მამისეიშვილის თქმით, ის არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1873
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია