დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გინეკოლოგის კაბინეტი ქვიტირის გამგეობაში და მაცივარში შენახული დოკუმენტები
2013/07/22 14:41:14

წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირის გამგეობის შენობ, რამდენიმე ათეული წელია, ავარიულ მდგომარეობაშია. მუნიციპალიტეტის ორსართულიან  შენობას მისი აშენების დღიდან  სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. შესაბამისად, ქვიტირის ერთადერთ ადმინისტრაციულ დაწესებულებაში    მუშაობისთვის არასათანადო პირობებია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავარიულ შენობაში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც იშვიათად დადიან.

საბჭოთადროინდელ  შენობაში ქვიტირის გამგეობის ადმინისტრაციას მეორე სართულზე მხოლოდ ერთი ოთახი უკავია.  გამგებელი და ადმინისტრაციის თანამშრომლები ერთ ოთახში მუშაობენ. ყველაზე საინტერესო კი შენობის პირველ სართულზე განთავსებული სამედიცინო პუნქტია. გამგეობის თანამშრომლები სიამაყით ყვებიან, რომ გამგეობაში თითქმის ყველა სახის სამედიცინო  დანიშნულების კაბინეტი აქვთ, სტომატოლოგიით დაწყებული, გინეკოლოგის ოთახით  დამთავრებული. გარდა ამისა, ქვიტირის გამგეობის ორსართულიანი შენობა  სოფლის ბიბლიოთეკას და „ლიბერთი ბანკის“  ფილიალსაც იტევს.

„გვაქვს ამბულატორი, გინეკოლოგიური კაბინეტი, გვყავს ლაბორანტი, ეხოსკოპისტი, პედიატრი, სტომატოლოგი. აქვეა ბიბლიოთეკა და „ლიბერთი ბანკიც“, –ამბობს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თანამშრომელი.

გამგეობის შენობის მდგომარეობა და გამგეობაში არასათანადო სამუშაო პროცესი ადგილობრივი მოსახლეობის კრიტიკას ვერ უძლებს. როგორც ქვიტირის მოსახლეობის ნაწილი ამბობს, სოფლის გამგეობა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში დაფინანსებას იღებს, მაგრამ  თანხები თემის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით არ იხარჯება.

„33 ათასი ლარი იყო გადმორიცხული ამბულატორიის მოსაწესრიგებლად და სამი თვის წინ უნდა დასრულებულიყო მისი რეაბილიტაცია, მაგრამ ჯერ არაფერი გაკეთებულა. ისეთი ანტისანიტარიაა იქ, არც არავინ დადის. უფრო უარესს დაგმართებენ, ვიდრე გიმკურნალებენ. ქუთაისში დავდივართ,  როცა სამედიცინო მომსახურება გვჭირდება“, –ამბობს ქვიტირის მცხოვრები ირმა ინაძე.

„გამგეობის შენობაც უნდა გარემონტებულიყო, მაგრამ არაფრის გამკეთებლები ესენი არ არიან. ხშირად არც კი დადიან სამსახურში“,–აცხადებს ქვიტირის მცხოვრები მანანა შავგულიძე.

ქვიტირის თემის გამგებელი ზაზა ჭეიშვილი მოსახლეობის პრეტენზიებს არ იზიარებს და ამბობს, რომ ისინი რეალობაში ვერ ერკვევიან.

„ვერ ერკვევიან ეს ადამიანები სოფლის რეალობაში. არანაირი დაფინანსება ჩვენ არ გვაქვს. არც შეხება გვაქვს იმ თანხებთან, რაც სოფელში იხარჯება. სამუშაოებსაც და მათი დაფინანსების საკითხსაც წყალტუბოს რაიონში წყვეტენ“, –ამბობს ზაზა ჭეიშვილი.

ქვიტირის გამგეობის მრავალფუნქციურ   შენობაში კიდევ ერთი „აღმოჩენა“ გავაკეთეთ – პირველ სართულზე მაცივარში შენახული დოკუმენტები. გამგეობის კუთვნილ გაფუჭებულ მაცივარში დიდი რაოდენობით საქმიანი ქაღალდები ინახება, რომელთა  დანიშნულებასაც გამგეობის თანამშრომლებიც კი ვერ ხსნიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1816
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია