დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეუთანხმებელი მუშაობა ქუთაისის მერიაში და „დამნაშავე“ ჟურნალისტები
2013/07/22 14:21:57

საუბრობენ თუ არა ქუთაისის მერიის თანამშროლები ჟურნალისტებისათვის გაუგებარ ენაზე?

ქუთაისის მერიაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მერიის სტრუქტურებს შორის შეუთანხმებელი განცხადებების არაერთხელ გავრცელების გამო, მერის ადმინისტრაციამ პასუხისმგებლობა ჟურნალისტებს დააკისრა, რამაც სისტემატური ხასიათი მიიღო.

ჯერ კიდევ ახალი მერისათვის „პატრიოტების“ მიერ იმპიჩმენტის საკითხის შესაძლო დაყენებას ადმინისტრაციის მაშინდელმა უფროსმა და ამჟამინდელმა ვიცე-მერმა თეგნიზ თოფურიძემ „ჟურნალისტური პროდუქტი“ უწოდა. ადგილობრივ თვითმმართველობაში ასევე უარყვეს ჟურნალისტებისათვის აკრედიტაციის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომელზეც საუბარი ახალი მერის დანიშვნისთანავე დაიწყო, აღნიშნული ინფორმაცია 24 ივნისს  ჟურნალისტებისათვის გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დიმიტრი კოპალიანმაც დაადასტურა. მოგვიანებით კი, ინფორმაციის არასწორ გავრცელებაში მედიასაშუალებები ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ირინე სახელაშვილმა დაადანაშაულა.

20 ივლისს ქუთაისის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის  და ამავე სამსახურის ადამიანური რესურსის მართვისა და განვითარების განყოფილების უფროსის  მოვალეობის შემსრულებელის მიერ გამართულ ბრიფინგს, რომელიც  მერიაში კონკურსის გადადების მიზეზებს შეეხებოდა, იმავე დღეს გამოეხმაურა  მერის მოვალეობის შემსრულებელი თენგიზ თოფურიძე. მან აღნიშნა, რომ: გამართული ბრიფინგი შეთანხმებული არ იყო თვითმმართველობასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამიტომ ირინე სახელაშვილის და ნინო თვალთვაძის ინფორმაცია არ  წარმოადგენს მერიის და საკრებულოს ოფიციალურ პოზიციას. მისივე განცხადებით, ქუთაისის მერიაში კონკურსი აუცილებლად ჩატარდება.

ბრიფინგი რომ შეთანხმებული არ იყო, ადასტურებს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ირინე სახელაშვილი. თუმცა აღნიშნავს, რომ  გავრცელებულ ინფორმაციას არასწორი ინტერპრეტაცია ჟურნალისტებმა მისცეს.

„დიახ, აღნიშნული ბრიფინგი არ იყო შეთანხმებული და ვაღიარებ, რომ ამ მხრივ ხარვეზები მართლაც არსებობდა, თუმცა ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჟურნალისტებმა დაამახინჯეს და არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს. მე ვამბობ ერთს და იწერება მეორე, არ მითქვამს ვადები, როდემდე გადაიწეოდა საატესტაციო კონკურსი და, მით უმეტეს, არც ის მითქვამს, რომ აღნიშნული კონკურსი საერთოდ არ ჩატარდებოდა, როგორც ეს დაიწერა ზოგიერთ მედიასაშუალებაში.  ბრიფინგის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება, რომ კონკურსის დაგვიანების გამო არ მომხდარიყო რიგი სახის გაურკვევლობები, თორემ საატესტაციო კონკურსი იმ ვადებში ჩატარდება, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა და საკრებულო გადაწყვეტს. ასევე აღნიშნულ ბრიფინგზე საუბარი შეეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კანონპროექტებში შესატან ცვლილებებს, რომელთა განხილვაც პარლამენტში მიმდინარეობს,“ – აღნიშნა ირინე სახელაშვილმა psnews.ge-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, 20 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლებისგან მიიღეს რეკომენდაციები, პარლამენტში შესული კანონპროექტების განხილვამდე, შეეჩერებინათ კონკურსის გამოცხადება, ვინაიდან იმ დრომდე კონკურსის გამოცხადება დააზარალებდა ბიუჯეტს და უშუალოდ თანამშრომლებს, რადგან მათ ორჯერ მოუხდებოდათ კონკურსში მონაწილეობის მიღება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1800
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია