დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პერევს პაატა ზაქარეიშვილი სტუმრობდა
2013/07/21 12:09:11

 19 ივლისს საჩხერის საზღვრისპირა სოფელს, პერევს, რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ეწვია. შეხვედრა საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა ზაბახიძის, ინიცირებული იყო.

საზღვრისპირა სოფელს ყველაზე მეტად უმიწობის პრობლემა აწუხებს, რადგან სავარგულების 85% საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩა.

 ზაქარეიშვილს ასევე შეხვდნენ საოკუპაციო ხაზს იქითა სოფლების, ქარძმანისა და სინაგურის, მოსახლეობა. მათი ძირითადი პრობლემები, როგორც მინისტრთან საუბარში აღნიშნეს, განისაზღვრება საჩხერესთან საკომუნიკაციო პრობლემებით. 18 სექტემბრიდან შესაძლოა საოკუპაციო საზღვარს იქითა სოფლებიდან საჩხერისკენ, რუსეთის გადაწყვეტილებით, სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყდეს. ამის გარდა საპასპორტო, სასოფლო-სამეურნეო პროექტებისა და ჯანდაცვით საკითხებზე მრავალი კითხვა დაისვა, რომელთა მოგვარებასაც მინისტრი მოსახლეობას დაჰპირდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1937
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია