დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ვიცე-მერი ყოფილი ხელისუფლების შეცდომებს ამხელს
2013/07/18 17:59:13

კახა ქორიძე: „თოფურიძემ კარგად  იცოდა, რაც ხდებოდა სოციალური დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით“

ქუთაისის ვიცე-მერი თენგიზ თოფურიძე მერიის სოციალური დახმარების პროგრამაში წინა ხელისუფლების დროს დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს. მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ შესაბამისმა  სამსახურმა სოციალური დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა, ნაცვლად 12 თვისა, 5 თვეზე დაჩქარებული წესით გადაანაწილა, რაც კანონდარღვევაა. აქედან გამომდინარე, თოფურიძის თქმით, ბიუჯეტში ვერ განხორცილედება შესაბამისი ცვლილებები, რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობას დააზარალებს.

„ქუთაისის მერიის სოციალური დახმარებების მუხლებში გადახარჯვაა . წინამორბედი ხელმძღვანელების მიერ არსებული ფინანსური რესურსები ნაცვლად 12 თვისა, წლის პირველ 5 თვეზე დაჩქარებულად გადანაწილდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობით,  ქუთაისის თვითმმართველობის ბიუჯეტში ცვლილებები ვერ განხორციელდება. შესაბამისად, მოქალაქეთა საჭიროებების სათანადო დაკმაყოფილება, თუკი გამოსავალი არ მოიძებნა, შეფერხდება“,– ნათქვამია ქუთაისის ვიცე-მერის განცხადებაში, რომელიც მან საკუთარი facebook -ის გვერდზე გამოაქვეყნა.

ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის ყოფილი ხელმღვანელობის  მისამართით სოციალურ პროგრამაში დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით ქუთაისის ამჟამინდელი ვიცე-მერის, თენგიზ თოფურიძის ბრალდებებს  პასუხობს მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოვილთა სამსახურის ყოფილი უფროსი კახა ქორიძე. ქორიძის თქმით, სოციალური დახმარების პროგრამაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კარგად იყო ინფორმირებული თავად თენგიზ თოფურიძე, რომელსაც იმ დროს მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

„მიმდინარე წლის მაისის ბოლოს  წერილით მივმართე ქალაქის მერს და ვაცნობე მდგომარეობა. შემდეგ საფინანსო-სარევიზიო კომისიაც ჩაერთო ამ ამბებში. ინფორმირებული იყო საკრებულოც და აღმასრულებელიც. გავიარეთ კონსულტაციები და ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რაზეც ახლა ბატონი თენგო საუბრობს.  საქმე იმაში იყო, რომ მიმდინარე წელთან შედარებით, გასულ წელს გასამმაგებული იყო მოქალაქეთა განცხადებების რაოდენობა, რომლებიც სოციალურ დახმარებას ითხოვდნენ. ამიტომ მოხდა 6 და არა ხუთ თვეზე ამ თანხის გადანაწილება.  ამის შესახებ ყველამ იცოდა. ციფრები ყველას თვალწინ ედო და ერთი შენიშვნაც არ დაწერილა, ისე აწერდნენ ხელს განკარგულებებს თანხის გაცემაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა საქმის კურსში იყო, მათ შორის თენგიზ თოფურიძეც, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლების გარეშე ამ თანხების განკარგვა მე არ შემეძლო,“  –განაცხადა კახა ქორიძემ psnews.ge-სთან საუბარში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1873
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია