დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გუბაზ სანიკიძე: „გოჩა თევდორაძესთან არანაირი კოალიცია არ მაქვს“
2013/07/18 12:24:21

p.s.-ის Press-კლუბში გუბაზ სანიკიძემ ქუთაისის მერიაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში საკადრო ცვლილებები მისი საქმიანობის სფეროს სცდება, ამასთან ამის არც სურვილი აქვს და არც კანონიერი უფლება. გუბაზ სანიკიძე ქუთაისის ახალ მერს განათლებულ, ფუტკარივით მშრომელ სახელმწიფო მოხელედ თვლის.

„დიმიტრი კოპალიანს ადრე არ ვიცნობდი, მხოლოდ რამოდენიმეჯერ შევხვდი. ის არის ახალი ტიპის სახელმწიფო მოხელე. მას ქვეყნის გარეთ მიღებული აქვს ფასდაუდებელი გამოცდილება. ის არის ფუტკარივით კაცი.  ვთვლით, რომ ქუთაისს ძალიან ღირსეული და კარგი მერი ჰყავს. საკადრო ცვლილებებს რაც შეეხება,  ეს ჩემი პრეროგატივა არაა და თვითმმართველობის საქმიანობაში არ ვერევი. ძველი ხელისუფლების გასტუმრება სამი ეტაპისაგან შედგება და მას დიდი წინააღმდეგობები ახლავს: პირველი ეტაპია საპარლამენტო არჩევნების მოგება, მეორე ეტაპი –საპრეზიდენტო არჩევნების სახით – წინა გვაქვს, მესამე უშუალოდ ქალაქის პრობლემატიკას შეეხება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. თუ არ მოგვწონს, საკრებულო, მეც არ მომწონს, ამისათვის  კეთილი ვინებოთ და არჩევნების გზით მოვახერხოთ ადგილობრივი მთავრობის შეცვლაც. აღსანიშნავია, რომ „ნაციონალები“ იმის მაგივრად, რომ დაფიქრდნენ, ყოველნაირად საბოტაჟზე მიდიან,“-განაცხადა სანიკიძემ.

მისივე  თქმით, გავრცელებული ჭორები თითქოს რაღაც სიები არსებობს, რომელსაც ის ადგენს და ამ სიით ნიშნავს ადამიანებს თანამდებობზე და თითქოს „პატრიოტ“ გოჩა თევდორაძესთან კოალიციაშია, სიმართლეს არ შეესაბამება.

„შემიძლია, ბიბლიაზე დავიფიცო, რომ ეს ასე არაა. ვერ მოძებნით ადამიანს, რომელიც ამ ჭორებს დაადასტურებს. მინდა აღვნიშნო, რომ  გოჩა თევდორაძესთან არანაირი კოალიცია არ მაქვს შექმნილი. მასთან ურთიერთობის სურვილიც კი არ გამაჩნია. ამასწინათ კიბეებზე შევხვდი და ხელიც კი არ ჩამოვართვი. არ ვმალავ, მას რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა ჩემთან გასაუბრების, მაგრამ მას ყოველთვის თავს ვარიდებ. წინა საპარლამენტო არჩევნები, რომ წავაგე, მისი უშუალო დამსახურებაა, რადგან გოჩა თევდორაძე პირველი გამყალბებელი იყო ქუთაისში,“-განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ქუთაისს საგანმანათლებლო ცენტრის სტატუსი უნდა ჰქონდეს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1862
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია