დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შარაძის საქმეში მეგის ქარდავა და თენგიზ გუნავა ფიგურირებენ
2013/07/15 19:57:31

გურამ შარაძის ქალიშვილმა რუსუდან შარაძემ მამის მკვლელობის საქმეში აღმოჩენილ ახალ გარემოებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მამამისის მკვლელობის ორგანიზება სამეგრელოში მოხდა. აღნიშნული ინფორმაცია რუსუდან შარაძემ მკვლელობის საქმეში ახალი მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით გაავრცელა. კერძოდ, პროკურატურამ ყოფილი პოლიციელი დაკითხა, რომელიც სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში მუშაობდა. მას სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა თენგიზ გუნავასთან, მეგის ქარდავასთან და კოხტა კოდუასთან. ჩვენების მიხედვით, მოწმემ მკვლელობის ორგანიზების დავალება პირადად მეგის ქარდავასგან მიიღო. დავალების მიხედვით, მოწმეს, სამეგრელოდან თბილისში, ძალოვანი უწყებიდან ორი კონკრეტული პირი უნდა წამოეყვანა, რომლებსაც შარაძე უნდა მოეკლათ. რუსუდან შარაძის ინფორმაციით, ერთი მათგანი ცოტა ხნის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მოწმეს შემდეგი მითითებები ე.წ. მასტერასგან უნდა მიეღო. მეგის ქარდავას დავალებით, მოწმეს კონკრეტული თანხაც გადასცეს, ხოლო კოხტა კოდუამ მას ცეცხლსასროლი იარაღი მისცა. მოწმემ უარი თქვა დავალების შესრულებაზე, რის გამოც ის და მისი ახლობლები ტერორის და ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ. შარაძის განცხადებით, მისთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ თენგიზ გუნავამ მისი ქვეშევრდომი - მოწმე ზეწოლის განხორციელების მიზნით უმოწყალოდ სცემა. რუსუდან შარაძე მთავარ პროკურატურას საქმის დაჩქარებულად გამოძიებას სთხოვს, ხოლო სხვა მოწმეებს სიმართლის თქმისკენ მოუწოდებს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შარაძის ქალიშვილმა საქმის ირგვლივ სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

 

წყარო:"ინფო9"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1984
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია