დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თენგიზ გუნავა ციხიდან განცხადებას ავრცელებს
2013/07/15 19:47:39

გლდანის ციხეში მოთავსებული თენგიზ გუნავა განცხადებას ავრცელებს.

„მივმართავ ქართველ ხალხს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. აღნიშნულ განცხადებაში მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჯერა ჩემი უდანაშაულობის და რაიმე ფორმით გამოხატა თანადგომა ჩემ მიმართ. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურე ჩემს ქვეყანას, ჩემთვის ქვეყანა ოჯახი და მეგობრები ის ღირებულებებია, რისთვისაც უნდა იცხოვროს ადამიანმა.

დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველა უკანონო ბერკეტი გამოიყენა ჩემს წინააღმდეგ, ჩამიდეს ნარკოტიკი, იარაღი და ბოლოს დამაბრალეს სახელმწიფო ქონების მითვისება, რათა ვეიძულებინეთ შემეწყვიტა ბრძოლა ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისა და მთლიანობისათვის. ასევე მოექცნენ ჩემს არაერთ მეგობარს და 2008 წლის გმირები ბაჩო ახალაია გიორგი კალანდაძე და არაერთი სხვა სხედან განსასჯელის სკამზე.

მინდა განვაცხადო, რომ ვერანაირი რიგებით პროკურატურასთან და ვერანაირი ზეწოლით ვერ აგვაღებინებენ ხელს და ვერ გვათქმევინებენ უარს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაზე, ბრძოლა არის ბოლომდე არცერთი ნაბიჯი უკან“, - აცხადებს გუნავა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1876
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია