დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბურჭულაძის გადაწყვეტილება მხარდამჭერი პარტიებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა
2013/07/15 17:36:26

პარტია „თავისუფალი საქათველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით: მისთვის უცნობია, პაატა ბურჭულაძემ ბოლო მომენტში რატომ განაცხადა უარი საპრეზიდენტო არჩევნებში მათი პარტიის სახელით ებრძოლა.

„ჩვენ ბატონ პაატასთან შეთანხმების გარეშე არ გაგვივრცელებია ინფორმაცია, რომ ის ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნებოდა. დიახ, მასთან მიდიოდა მოლაპარაკებები, მაგრამ რა მოხდა ბოლოს, ვის შეხვდა და ვინ რა უთხრა, უცნობია. შეთანხმებულები რომ  ვიყავით, ამას ისიც ადასტურებს, რომ ბურჭულაძემ კუკავას და ბაღათურიას შეთავაზებისათვის მადლობა გადაუხადა. ის ფაქტი, თითქოს ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, ბურჭულაძის დათანხმებით არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“ ხმები წაერთმია, არაა სიმართლე, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში ისედაც მესამე-მეოთხე ადგილზე გავა. მაგათ ხმას მოსახლეობის მხოლოდ 5% თუ მისცემს.“ – განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ.

შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძემ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ამ ეტაპზე პროფესიული მოღვაწეობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური საქმიანობა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია