დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეხლა-შემოხლა ქუთაისის საკრებულოში
2013/07/12 17:25:32

„ნაციონალი“ გოქაძე საატესტაციო კომისიას ნეპოტიზმში ადანაშაულებს, კომისიის წევრი ხურციძე კი „ნაციონალ“ საკრებულოს წევრს სასამართლოთი ემუქრება

ზურაბ ხურციძე: „გია გოქაძის საქმეებით ძალიან მალე გამოძიება დაინტერესდება“

ქუთაისის  საკრებულოს რიგგარეშე 51-ე სხდომას დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია.

ქალაქის ცენტრში ერთი კვადრატული მეტრი  მიწის ფასმა საკრებულოს წევრებს შორის გაურკვევლობა გამოიწვია. მისი ფასი 600- ლარიდან 132-ლარამდე შემცირდა. ხმაური სწორედ ამ თემის გამო ატყდა, რაც საბოლოოდ ურთიერთბრალდებებით გაგრძელდა.

დეპუტატებმა ერთმანეთს წარსული გაახსენეს და ხელოვნური ამნეზიისაგან თავის შეკავება ურჩიეს.

„სერიალებში რომ მეხსიერებას კარგავენ, ისე ნუ მოგივათ, ბატონებო!“ – მიმართა ოპონენტებს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მღვდელაძემ.

„პატრიოტმა“კახა ნემსიწვერიძემ კი დეპუტატებს კორექტული განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდა.

„შენ ვის არიგებ ჭკუას, სხდომებზე ხმა რომ არ ამოგიღია?“-უპასუხა უკლებამ ნემსიწვერიძეს და იქვე მისი მისამართით საჯაროდ დაამატა: „სირი ხარ“.

უხერხული მომენტის განმუხტვას შეეცადა „ნაციონალი“ გია გოქაძე, თუმცა თავის მხრივ  მუდმივმოქმედ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უნდობლობა გამოუცხადა. 

„გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ქუთაისის მერიაში კომისიის წევრი გელა მშვენიერაძე და ასევე ერთ-ერთი წევრის ზურაბ ხურციძის ქალიშვილი ხათუნა ხურციძე მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ. რაც გვაძლევს მიზეზს, რომ კომისიის მუშაობა ეჭვქვეშ დავაყენოთ და უნდობლობა გამოვუცხადოთ მას. მოგიწოდებთ, ბატონო თამაზ, დატოვოთ კომისიის თავმჯდომარეობა და კომისია დაშალოთ,“-განაცხადა გია გოქაძემ.

„დიდი მადლობა რჩევისთვის, ბატონო გია, მაგრამ  კომისიის წევრობა არ ნიშნავს, რომ კომისიის წევრების ახლობლები უმუშევრები უნდა დარჩნენ,“-უპასუხა ოპონენტს თამაზ მარგველაშვილმა.

გია გოქაძის განცხადებამ სხდომათა დარბაზში მყოფი კომისიის წევრის, ზურაბ ხურციძის აღშფოთება გამოიწვია და კონტრბრალდებები წამოიწყო. მისი განცხადებით, წყალწაღებული „ნაციონალი“ გია გოქაძე, რომელიც ხავსს ეკიდება, ძალიან კარგად სარგებლობს მისი თანამდებობით, ის ძალიან კარგადაა მორგებული სიტუაციას და სხვადასხვა ადგილებზე ღებულობს ხელფასს.

„გოქაძეს ძალიან ბევრი ისეთი საქმე აქვს, რომლის თქმაც, ჯერჯერობით, შეგნებულად არ შემიძლია, მაგრამ გამოძიება მისით  ძალიან მალე დაინტერესდება. ვინც ბევრს ლაპარაკობს, ის ძალიან ბევრს მიიღებს. როცა ვინმეს ადანაშაულებ, თავად სპეტაკი უნდა იყო. ბინძური ადამიანისგან შეურაცხყოფას არ მოვითმენ,რადგან მე არ ვარ საჯარო მოხელე და თმენის ვალდებულება არ გამაჩნია. რაც შეეხება  ჩემს ქალიშვილს, ჯერ  არ ყოფილა კომისიაზე გასული, მას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება და მისი დანიშვნა დანაშაული სულაც არაა. გაიკითხეთ და ნახეთ, საკრებულოს რამდენი დეპუტატის ოჯახის წევრი მუშაობს მერიაში?“ - აღნიშნა ზურაბ ხურციძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1875
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია