დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ ცემა ქვიტირელი აქტივისტი?
2013/07/12 15:39:21

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  ქვიტირის თემის მკვიდრი  ვლადიმერ (ლადო) ჭეიშვილი უცნობმა პირებმა ცემეს. მომხდართან დაკავშირებით შს წყალტუბოს სამმართველოს  ფარცხანაყანების განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, საქმეს გამომძიებელი გიორგი პატარიძე  იძიებს.

დაზარალებული  დამნაშავე პირებს ვერ ასახელებს, თუმცა მასზე განხორციელებულ ძალადობას თავის პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ქვიტირის თემის წარმომადგენლებმა გაზეთ „p.s.”-ისა  და ინტერნეტპორტალ  psnews.ge-თან არსებულ pressკლუბში  29 ივნისს  ბრიფინგი გამართეს და „ქართული ოცნების“ წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ყოფილი „ნაციონალი“ ლაშა ნარჩემაშვილი მაღალ თანამდებობებზე  ახლობლების დანიშვნისა და „ქართული ოცნების“ სახელით მოქმედების გამო გააკრიტიკეს. მომდევნო დღეებში ქვიტირელებმა  ნარჩემაშვილის კლანის წინააღმდეგ  აქციაც  გამართეს.

„11 ივლისს, დაახლოებით დილის  5-დან  6-მდე საათამდე (მას შემდეგ, რაც დედაჩემი სახლიდან გავაცილე), ოთხმა უცნობმა პირმა ძალის გამოყენებით  თეთრ „ჟიგულში“ ჩამაგდო, მცემეს და ჩემი მისამართით იმუქრებოდნენ: „აი, შენი აქციები, აი, შენი გააქტიურება და შენი პრესკონფერენციებიო!“  ცემის ფაქტს ჩემს  პოლიტიკურ გააქტიურებას ვუკავშირებ. მართალია, კონკრეტულად რომელიმე პიროვნებას ან პოლიტიკურ ძალას ვერ დავადანაშაულებ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს შემთხვევა  ჩემს ბრიფინგს და ჩვენს აქციას უკავშირდება. ამიტომ მომხდართან დაკავშირებით ვაცნობე პოლიციას და  ჩვენებაც მივეცი, რათა, განმეორების შემთხვევაში, ცნობილი იყოს, რომ ეს ვიღაცის პოლიტიკური დაკვეთაა და არა – შემთხვევითობა.  სწორედ ამგვარ კრიმინალს ვებრძოდით და ნამდვილად არ გვინდა, იგივე განმეორდეს. გამოვრიცხავ, რომ ეს „ქართული ოცნების“წყალტუბოს ორგანიზაციის  ხელმძღვანელთა  მიერ იყოს გაკეთებული,  არსებობს სხვა ძალებიც, რომლებიც ჩვენს დაპირისპირებას ცდილობენ. ადგილობრივ კილოკავზე მოლაპარაკე , ასაკით 40 წელს აღმატებული ის ადამიანები, რომლებმაც მცემეს, აშკარად,  არ იყვნენ რიგითი მოქალაქეები, ისინი იყვნენ საკმაოდ გამოცდილი კადრები, რადგან პოლიციური მეთოდებით მისწორდებოდნენ, ისე, რომ კვალი არ დამრჩენოდა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინაც შევამჩნიე, რომ მითვალთვალებდნენ. იქამდე, იყო სატელეფონო მუქარები და წერილების ჩამოგდებაც, რომ გავჩერებულიყავი. მაგრამ ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ მე არ გავჩერდები და ბოლომდე ვიბრძოლებ,“ - აღნიშნა  psnews.ge–სთან  საუბრისას ვლადიმერ ჭეიშვილმა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1855
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია