დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უახლოეს მომავალში გვეცოდინება, რეალურად რა მოხდა ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
2013/07/12 01:38:24

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, გაზეთ „P.S.”-ის press–კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე  ყოფილი პრემიერმინისტრის,ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებითაც მოუწია კომენტარის გაკეთება.

ეკა ბესელიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია და ამავდროულად პრინციპული ის, რომ ჟვანიას გარდაცვალების რეალური მიზეზები ახალი ხელისუფლების დროს ობიექტურად იქნას გამოძიებული.

„როგორც მთავარმა პროკურორმა განაცხადა,  გამოძიება დასკვნით ეტაპზე გადავიდა და ძალიან ბევრი ახალი დეტალია  გამოკვეთილი. მინდა აღვნიშნო, რომ გამოძიების დასრულებისათვის დიდი დრო აღარაა საჭირო და მალე გავიგებთ, რა მოხდა და ვის რა როლი მიუძღვის მომხდართან დაკავშირებით, დადასტურდება თუ არა, რომ ეს იყო მკვლელობა და არა – უბედური შემთხვევა. ოჯახს ჰქონდა ძალიან კონკრეტული არგუმენტი და პრეტენზია ამასთან დაკავშირებით. ალბათ, გახსოვთ, რომ საკმაოდ მძიმე ფაქტები იყო ჟურნალისტ კომახიძის გადაღებულ ფილმში, ამის შემდეგ კი გამოძიება იყო გაჩერებული. გაოცებული ვარ, იმდენად ბევრი ფაქტის ფალსიფიცირება შეიძლებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში, მაშინდელი მთავრობა პროკურატურას აკონტროლებდა და კვალის თვალსაზრისით, ძალიან ბევრი რამ არის წაშლილი და შეცვლილი. თუმცა, მთავარი პროკურორის ინფორმაციაზე დაყრდნობით და ბოლო დროის აქტიური გამოძიების მასალების მიხედვით,  უახლოეს მომავალში გვეცოდინება, რეალურად რა მოხდა ჟვანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით“-აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1818
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია