დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა გაიმართა
2013/07/11 16:46:46

საქართველოს  კონსტიტუციაში შესატანი სამი  ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის მორიგი ეტაპი დღეს ქუთაისში გაიმართა. განხილვას 20-კაციანი კომისიის 6 წევრი ესწრებოდა: ზურაბ აბაშიძე, გიორგი კახიანი, გიორგი ღვინიაშვილი, თინათი ბოკუჩავა, ნინო ლომჯარია. სასტუმრო „ბაგრატის“ დარბაზში საკონსტიუტციო ცვლილებების განსახილველად ასევე მოვიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.

საჯარო განხილვა შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოხდა: ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონპროექტის მომზადება განპირობებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის უთანასწორო უფლებრივი მდგომარეობით, რაც გამოწვეულია მათი განსხვავებული მოქალაქეობრივი სტატუსით. სახელდობრ, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს ნებისმიერი მოქალაქე, თუნდაც ის სარგებლობდეს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობითაც, ოღონდ, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პარლამენტარი პარლამენტის თავმჯდომარედ ვერ აირჩევა, ასევე მინისტრად დანიშნული ორმაგი მოქალაქობის მქონე პირი პრემიერ-მინისტრად ვერ დაინიშნება.  ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ვერც საქართველოს პრეზიდენტი გახდება. კანონში შესული ცვლილებების შემდეგ ზემოთ აღნიშნული თანამდებობების დაკავება შეეძლება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ორმაგი მოქალაქეობა.

აუცილებელია, შევნიშნოთ, რომ ორმაგი მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეს თავისი ნებით ვერ ექნება, თუ მან მიიღო ორმაგი მოქალაქეობა, შეუჩერდება საქართველოს მოქალაქეობა. ორმაგი მოქალაქეობა ექნება მხოლოს უცხო ქვეყნის წარმომადგენელს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიანიჭებს  საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

კანონში შესატანი ცვლილებების შედეგად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აუცილებელია განისაზღვროს, რა შედეგები მოჰყვება პარლამენტისა და მთავრობის შეუთანხმებლობას სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისას. ბიუჯეტის მიუღებლობამ შესაძლოა, პარლამენტის დათხოვნა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ თუ პარლამენტმა დროულად ვერ მიიღო ბიუჯეტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში, ეს ჩაითვლება უნდობლობის  გამოცხადების საკითხის აღძვრად და თუ პარლამენტმა კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ვერ შექმნა ახალი მთავრობა, საქართველოს პარლამენტი დაითხოვს მთავრობას და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

მესამე კანონპროექტის მოსაზრება განაპირობა  იმ დებულებებმა, რომლებიც უნდა ამოქმედდეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან და რომელიც გამოიწვევს კონსტიტუციის  გადასინჯვის პროცესის გაჭიანურებასა და გართულებას, რაც ხელს შეუშლის კონსტიტუციის ახალი დირექციის დროულად მიღებას, ასევე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციურ კანონზე დადებული ვეტოს დაძლევის გართულებას. ზემოთ აღნიშნული დებულებით გათვალისწინებულია უჩვეულოდ მაღალი კვორუმი (პარლამენტის სრული შემადგენლობა 3/4) კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისთვის და კონსტიტუციურ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის. ახალი კანონპროექტით კვორუმი 3/4-დან 2/3-მდე დაყვანას ითვალისწინებს.

საპარლემენტო უმცირესობა ეწინააღმდეგება პარლამენტის სრული შემადგენლობის ¾ კვორუმის 2/3-ით შეცვლას. საპარლამენტო უმცირესობის განსაკუთრებული ინტერესი ასევე ორმაგ მოქალაეობასთან დაკავშირებულ კანონპროექტს შეეხება.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, უმცირესობა კატეგორიული წინააღმდეგია კანონტპროქტების ცვლილების პაკეტი მხოლოდ ერთ ადამიანზე იყოს მორგებული. მისივე განცხადებით, უმრავლესობა  დაშანტაჟებით ცდილობს დეპუტატების გადაბირებას, რათა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებისათვის საჭირო კვორუმის რაოდენობა მოაგროვოს.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-საჯარო განხილვა საქართველოს კიდევ 6 რაიონში ჩატარდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1732
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია