დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყოფილი „ნაციონალების“ საწინააღმდეგო ტალღამ იმერეთის რამდენიმე სოფელი მოიცვა
2013/07/11 14:27:27

„ოცნებადქცეული“ „ნაციონალების“ ყოფილი წევრების წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა გრძელდება, რამაც უკვე მოიცვა იმერეთის რამდენიმე სოფელი.

წყალტუბოსა და ქვიტირის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი „ქართული ოცნების“ წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლაშა ნარჩემაშვილის და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“  წევრის, კახა ბაბუნაშვილის თანამდებობებიდან წასვლას მოითხოვდნენ და ვითარებაში გარკვევას პრემიერ-მინისტრს სთხოვდნენ.

წყალტუბოს და ქვიტირის საპროტესტო ტალღას წყალტუბოს კიდევ ერთი სოფელი – მაღლაკი შეუერთდა. ამჯერადაც ადგილობრივების მოთხოვნა „ქართული ოცნების“  წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლაშა ნარჩემაშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული. მათი განცხადებით, ლაშა ნარჩემაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი და მხარდამჭერი იყო, ახლა კი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პირია, რის წინააღმდეგაც მაღლაკელები აქციის გამართვას აპირებდნენ, თუმცა, მიზეზთა გამო, დაანონსებული აქცია გადაიდო.

ასევე „ყოფილი ნაციონალების“ უჩა ყვავაძის სოფლის გამგებლად დანიშვნას აპროტესტებენ სოფელ აჯამეთის მცხოვრებლები.  მათი განცხადებით, ყვავაძეს არ აქვს „ქართული ოცნების“ სახელით მოქმედების უფლება.

თუ ადგილობრივების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და სოფლის გამგებლად მათთვის სასურველ პიროვნებას არ აირჩევენ, ისინი ლიანდაგის გადაკეტვას გეგმავენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1871
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია