დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა უნდა იცოდეს გადასახადის გადამხდელმა?
2013/07/10 15:23:08

ასოციაცია „ასა“ მუნიციპალიტეტებში შეხვედრების გამართვას იწყებს 

იმერეთის რეგიონის ახალგაზრდულმა საინფორმაციო ასოციაცია „ასა“-მ გამოკითხვის „თქვენი შეხედულება ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის  მუშაობის შესახებ“  შედეგები დემოკრატიული ჩარტულობის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას გააცნო.

გამოკითხვა პროექტის „ქუთაისელები ითხოვენ მეტ ინფორმირებულობას ადგილობრივი თვითმმართველობის  შესახებ“ ფარგლებში ჩატარდა.

გამოკითხვის მიზანს წარმოადგენდა ქუთაისის მოსახლეობის შეხედულებების გაგება ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის შესახებ, ასევე მზადება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის.

„არსებული მდგომარეობიდან თუ ვიმსჯელებთ, 2014 წლის არჩევნებიც ასეთივე გაურკვევლობაში ჩატარდება, თუ ჩვენ არ გავაგებინებთ საზოგადოებას, რა არის თვითმმართველობა, რას უნდა აკეთებდეს და როგორ უნდა იცავდეს თავისი მოქალაქეების ინტერესებს. ამასთან დაკავშირებით ჩავატარეთ ანონიმური კვლევა, რომლითაც გვინდოდა, გაგვეგო, რას ფიქრობენ თვითმმართველობის შესახებ? მოსახლეობა ცოტა დაბნეული კი არის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობით მეტ-ნაკლებად კმაყოფილია. ყველაზე დიდი პრობლემა ქუთაისში არის კომუნალური მეურნეობა. კერძოდ, წყალმომარაგება, აუცილებელია, დადგინდეს, რა ბერკეტები აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას კომპანიებთან მიმართებაში. სამწუხაროდ, სახელმწიფოა ისე მოწყობილი, რომ ყოველთვის მართალი არიან კომპანიები და ყოველთვის მტყუანი – მომხმარებლები. კომპანიებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მოვიდნენ და გამოგიცხადონ, რომ დავალიანება გაქვთ, თუკი შეედავებით, ვერანაირად ვერ დაგიმტკიცებენ, რომ ეს დავალიანება კანონიერია. ამიტომ უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება არსებულ პრობლემებზე. მსგავსი სახის  პრობლემების გასაცნობად მუნიციპალიტეტებში შეხვედრების გამართვას ვაპირებთ,“ - აღნიშნა ასოციაცია ასა-ს თავმჯდომარემ ზაზა ხელაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2101
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია