დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამარჯვებულ „ბერძელქვა 20“-ს ქუთაისში ლიფტების შეკეთება ამ დრომდე არ დაუწყია
2013/07/10 08:26:56

დაგვიანებული ტენდერები და სამუშაოების შესრულების დარღვეული ვადები

როგორც ირკვევა, ქუთაისის საბინაო სამსახურში ტენდერების დაგვიანებით გამოცხადება ერთადერთი პრობლემა არ არის.  ტენდერების დაგვიანების პარალელურად, სამუშაოების დაწყებას აგვიანებს უკვე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბერძელქვა 20“.  სამშენებლო კომპანია, რომელმაც ქუთაისში პირველი ხელშეკრულება ქუთაისის საბინაო სამსახურთან გააფორმა და ქალაქში 37 ლიფტის შეკეთების ვალდებულება აიღო,  სამუშაოების დაწყებას ამ დრომდე აჭიანურებს.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების მიხედვით, კომპანიას ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსებში ძველი ლიფტების შეკეთება ჯერ კიდევ გასული თვის 14 რიცხვში   უნდა დაეწყო, თუმცა, „ბერძელქვა 20“-ს ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე არ დაუწყია.

კომპანიის დირექტორი, რომელსაც,  როგორც აღმოჩნდა, მედიასთან ურთიერთობა აღიზიანებს, სამუშაოების გაჭიანურების მიზეზებზე არ საუბრობს.

„ეს ჩემი პირადი საქმეა. თქვენ ვინ გეკითხებათ, მე რას და როგორ ვაკეთებ?“ -განაცხადა კომპანია „ბერძელქვა 20“-ის ხელმძღვანელმა ივანე ჩხეიძემ psnews.ge -სთან სატელეფონო საუბრისას. 

ქუთაისის საბინაო სამსახურის ცნობით  კი, „ბერძელქვა 20“-ის ხელმძღვანელობა თურქეთიდან ლიფტის ნაწილების ჩამოტანას ელოდება და სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა  სამუშაოების დაწყება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. სამსახურში ასევე განმარტავენ, რომ სამუშაოების დაწყებას ისინი ვერც ერთ კომპანიას ვერ დაავალებენ, რადგან კანონმდებლობა  მხოლოდ სამუშაოების ჩაბარების ვადების დაცვა ითხოვს.

„ბერძელქვა 20“-ს, რომელიც უპასუხისმგებლოდ ეკიდება ხელშეკრულების პირობებს,   ქუთაისში 294 494 ლარიანი ტენდერი აქვს მოგებული. ხელშეკრულების თანახმად, „ბერძელქვა 20“-მა  სულხან-საბას გამზირზე და გუგუნავას ქუჩაზე 37 ლიფტი უნდა შეაკეთოს.

როგორც საბინაო  სამსახურში ამბობენ, გამოცდილების გათვალისწინებით, კომპანიები  თვეში მაქსიმუმ  10 ლიფტის შეკეთებას ახერხებენ. „ბერძელქვა 20“-ს კი,  რომელსაც სამუშაოების ჩაბარების ვადა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ეწურება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ჯერ არ დაუწყია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2119
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია