დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
313 ჰემოფილიით დაავადებულს სახელმწიფო დაეხმარება
2013/07/09 16:50:15

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაითვალისწინა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჰემოფილიით დაავადებულ პაციენტთა ინფუზიაზე ხელმისაწვდომობის შესახებ და საქართველოს სახალხო დამცველს აცნობა, რომ სამინისტრო შეიმუშავებს ნორმატიული აქტს, რომლითაც მსგავსი შემთხვევების მართვა სამედიცინო დაწესებულებების დონეზე დარეგულირდება.

საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე მ. ფ-მ, რომელსაც ჰემოფილიით დაავადებული 4 შვილი ჰყავს. მისი ერთ-ერთი შვილი საჭიროებს სპეციალური პრეპარატის გადასხმას, მაგრამ საჩხერის საავადმყოფომ ვერ უზრუნველყო აღნიშნული პროცედურის ჩატარება. გარდა ამისა, განმცხადებლის ცნობით, თუ პაციენტს თავად აქვს მედიკამენტი, კლინიკა მას უარს ეუბნება გადასხმის ჩატარებაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინსტრუქციის თანახმად.

ნიშანდობლივია, რომ განმცხადებელი მიეკუთვნება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა კატეგორიას და ბავშვების ყოველ ჯერზე დედაქალაქში გადაყვანა მის ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატება.

საქართველოს ჰემოფილიის ასოციაციის 2012 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში დიაგნოსტირებულია და ჰემოფილიის ცენტრში მემკვიდრული სისხლდენითი დაავადებით აღრიცხვაზე იმყოფება  313 პაციენტი.

პაციენტები, რომლებიც ცხოვრობენ ჰემოფილიის ცენტრიდან დაცილებულ ქალაქებსა და სოფლებში, სისხლდენის დროს ინფუზიის გაკეთების მიზნით მიმართავენ უახლოეს ამბულატორიას ან კლინიკას, თუმცა აღნიშნავენ, რომ სამედიცინო პერსონალი ინფუზიაზე ხშირად უარს აცხადებს. ამის გამო პაციენტი რჩება სამედიცინო დახმარების გარეშე, ან იძულებულია, სამედიცინო დაწესებულების გარეთ ეძებოს პირი, რომელიც პროცედურის ჩატარებას გარკვეული საფასურის გამო დათანხმდება.

არსებული პრობლემიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა  რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს და სთხოვა, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სისხლდენითი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის დეფიციტური ფაქტორ-კონცენტრატის ინფუზია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1960
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია